13:33 | 2020-05-25 ავტორი: თეონა ყაჭიური

თუ „ნაცმოძრაობა“ არ აპირებს ცვლილებებს მხარი დაუჭიროს, ეს მათი პრობლემაა – ლევან გოგიჩაიშვილი

თუ „ნაცმოძრაობა“ არ აპირებს ცვლილებებს მხარი დაუჭიროს, ეს მათი პრობლემაა – ლევან გოგიჩაიშვილი

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სახელისუფლებო სისტემა არჩევნებამდე არ ჩამოიშალოს, რადგან თუ „ოცნება“ ჩამოიშლება, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში შეიძლება სხვა პროცესები წავიდეს და არჩევნები დაგვრჩება გვერდით“,- ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, პროცესების ისევ ქუჩაში გადატანით საზოგადოება წაგებული იქნება.

 

„ადამიანებმა შეიძლება დაინახონ შესაძლებლობა და ქუჩიდან გადატრიალებებზე ფიქრით შეიძლება მოინდომონ ხელისუფლების აღება, რაც იქნება ძალიან მძიმე ყველასთვის, რადგან თუ ეს პროცესი გადავა ქუჩაში, ამით წაგებული იქნება მხოლოდ ჩვენი საზოგადოება. მათ აქვთ 93 ხმა, შესაბამისად, რა თქმა უნდა, არის რესურსი, რომ 20 ხმის მობილიზება მოხდეს “ნაციონალური მოძრაობის” ხმების მიღმა.

 

თუ “ნაცმოძრაობა” არ აპირებს ცვლილებებს მხარი დაუჭიროს, ეს არის მათი პრობლემა. მე ვიცი, რომ ისინი ისედაც აპირებენ სხვა მეთოდებით იბრძოლონ ხელისუფლებისთვის.”- განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

 

ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებების მხარს არ დაუჭირს, თუ გიორგი რურუაც არ გათავისუფლდება
2020-05-15ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებების მხარს არ დაუჭირს, თუ გიორგი რურუაც არ გათავისუფლდება

 

ნახეთ, შეძლებს თუ არა მმართველი გუნდი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ოპოზიციის გარეშე

 

ნახეთ, რას ედავებოდნენ ოქრუაშვილს, უგულავას და რურუას

 

ნახეთ, როგორ აფასებდნენ საერთაშორისო პარტნიორები პოლიტიკოსების პატიმრობას

 

ნახეთ, რას ითვალისწინებს რეალურად 8 მარტის შეთანხმება

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X