16:19 | 2020-06-01 ავტორი: თათია ცუკოშვილი

საყოველთაო ამნისტიის მოთხოვნით კამპანია იწყება

საყოველთაო ამნისტიის მოთხოვნით კამპანია იწყება

მოძრაობა „შემახე ამნისტია“ საქართველოს მასშტაბით აქციებს გეგმას. მათი მთავარი მოთხოვნა საკანონმდებლო ორგანოსგან ფართომასშტაბიანი ამნისტიის მიღებაა.

 

როგორც ადვოკატი, ალექსანდრე კობაიძე „პრაიმტაიმთან“ საუბრისას აცხადებს, საყოველთაო ამნისტია ყველა დემოკრატიული ქვეყნისთვის განუყოფელი ნაწილია.

 

„წამოვიწყეთ კამპანია „შემახე ამნისტი“. მოგეხსენებათ, „ქართული ოცნება“ მე-9 წელია ხელისუფლებაშია და ამ დრომდე საყოველთაო ამინისტია არ გამოუცია, თუ არ ჩავთვლით, იმ პირველ პერიოდს, როდესაც ისინი მოვიდნენ. ახლა უკვე დროა, ამნისტია გამოსცენ…

 

უპირველეს ყოვლისა, ჯერ ვცდილობთ საზოგადოების ის ნაწილი ჩავრთოთ, ვისაც ეს პრობლემა აღელვებთ, პირდაპირი შეხება აქვთ ციხესთან, ან ვისაც ნასამართლეობა აქვს და მოხსნა უნდა. მერე უკვე უნდა მივიღოთ კანონი, რომელ მუხლს უნდა შეეხოს ამნისტია და რომელს არა,“ – აცხადებს უფლებადამცველი.

 

მისივე თქმით, უნდა გადაიხედოს 2012 წლამდე უვადო პატიმრების საქმეებიც.

 

 

პაატა სალიას პირადი საუბრის ჩანაწერების გასაჯაროებით დაემუქრნენ - ხმაურიანი სასამართლო დავა
2020-06-01პაატა სალიას პირადი საუბრის ჩანაწერების გასაჯაროებით დაემუქრნენ - ხმაურიანი სასამართლო დავა

 

„ამინისტია ჰუმანური აქტია და ნებისმიერ დემოკრატიული ქვეყანა თითქმის ყოველ ოთხ წელში ერთხელ გამოსცემს, მაგრამ ესენი, როგორც ჩანს ჯერ კიდევ არ აპირებენ გამოცემას. ჩვენ „ვაიძულებთ“ გამოცემას. გვინდა, რომ ეს იყოს საყოველთაო. სწორედ, ამიტომ აუცილებელია ამაში ხალხის ჩართულობა.

 

ჩვენ თუ ვთანხმდებით, რომ დემოკრატიული ქვეყანა ვართ ეს აუცილებელია. თუ ვინმე ფიქრობს, რომ არ უნდა გამოვიდნენ, ამ აზრსაც აქვს არსებობის უფლება, მაგრამ რომ გამოვა, ის ადამიანი ეს იმას არ ნიშნავს, რომ კიდევ კრიმინალი უნდა ჩაიდინოს.

 

 

აქამდე თუ ოჯახები არჩენდნენ პატიმრებს, ახლა საკუთარ თავებსაც ვეღარ არჩენენ. ვერ მოვთხოვთ, რომ პატიმარი არჩინონ.

ვისაც შეხება აქვს ოდნავ მაინც, მიხვდება, რასაც ვგულისხმობ. დაგროვდა ეს პრობლემები,“ – აცხადებს ალექსანდრე კობაიძე.

 

ავტორი: თათია ცუკოშვილი

X