15:37 | 2020-12-09 ავტორი: Prime Time

„თუ ომია, იყოს ომი, არავის ვათქმევინებთ ექიმებმა უკან დაიხიესო“ – მიხეილ ღონღაძე

„თუ ომია, იყოს ომი, არავის ვათქმევინებთ ექიმებმა უკან დაიხიესო“ – მიხეილ ღონღაძე

ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის ნეფროლოგიის, ჰემოდიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის დეპარტამენტის უფროსი, ქირურგი-ტრანსპლანტოლოგი მიხეილ ღონღაძე სოციალურ ქსელში ექიმების მისამართით გამოთქმულ კრიტიკას ეხმიანება და წერს, რომ არავის ათქმევინებს, “ექიმებმა უკან დაიხიესო“.

 

„თუ ომია იყოს ომი, არავის ვათქმევინებთ ექიმებმა უკან დაიხიესო. დიდი დანაკარგების მიუხედავად მაინც წინ. ყოველი გაწერილი პაციენტი მოგებული ბრძოლაა. თავიდან ვერ აცნობიერებდნენ პაციენტები, ზოგი ზეითუნის ზეთზე დამზადებულ საჭმელს ითხოვდა, ზოგი სათითაოდ ტელევიზორის დამონტაჟებას, ახლა შეიცვალა ეს მიდგომა, საწოლის ჩადგმა და ჟანგბადის განაწილება მათი თანხმობით, კიდევ თუ ჩაიდგა ჩავამატოთ საწოლები შევვიწროვდებითო.

 

ეს მახარებს, ყველა გადასულია ერთმანეთის დახმარებაზე. კარგი იქნება გლობალური სახე მიეცეს ამ ყველაფერს და ეს უაზრო ზეწოლა დამთავრდეს ექიმებზე.

 

არ არის ახლა ამის დრო, ყოველდღე ჩვენი კოლეგებიც მძიმდებიან, ზოგი აპარატზეც გადავიდა, ასე რომ იარაღით შეუვარდები მტერს თუ უხილავს კომბინიზონით, შედეგი მაინც ჩვენს ჯანმრთელობაზე გადის, იმის გამო რომ პაციენტი იყოს კარგად. ექიმებზე მოღლიცინე, სახლში მჯდომი, კლავიატურის ლომების გასაგონად განსაკუთრებით!!!!!“ – წერს მიხეილ ღონღაძე.

 

ექიმის ეს მიმართვა სხვა კოლეგებმა საკუთარ facebook-გვერდზე გამოაქვეყნეს. ამ ჩელენჯით უპასუხეს იმ ადამაინებს, რომლებიც ექიმებს და კლინიკებში შექმნილ ვითარებას აკრიტიკებენ.

ავტორი: Prime Time

X