
მხოლოდ „ოცნების“ მსგავს ძალის მმართველობის პირობებში იყო ნაციონალური მოძრაობის რეაბილატაცია შესაძლებელია და მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის მსგავსი ოპოზიციის პირობებში შეეძლოა ქართულ ოცნებას ასე მართვა და ამდენი ხანი ხელისუფლებაში დარჩენა, – ამის შესახებ კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე სოციალურ ქსელში წერს.
პოსტს „პრაიმტაიმი“ უცვლელად გთავაზობთ:
„ვიცი დღეს ჩემი რამდენიმე ნაცნობი, ჩემთვის პატივსაცემი ადამიანი, იქნება აქციაზე, ისიც ვიცი სხვა რამდენიმე 3 დღის მერე ნაციონალური მოძრაობისთვის აპირებს ხმის მიცემას. ბევრს მოუნდება მათი დამუნათება, მაგრამ ამას ვერ შევუერთდები. მე აქ ტრაგედიას ვხედავ, სასოწარკვეთას ამ ხალხს რომ აიძულებს ასეთი ნაბიჯი გადადგან, გინდა ერთი გინდა მეორე მიმართულებით.
ამ პარტიებს მიერ შექმნილი სისტემა ხლეჩს ქვეყანას, აწარმოებს სიძულვილს და ენერგიას, რომელიც ქვეყნის განვითარებას უნდა მოხმარდეს ორი მხარის ლამის პერსონალურამდე დასულ კონფლიქტს ახმარს. ამ ტრაგედიიდან როგორმე უნდა გამოვიდეთ. რა თქმა უნდა დიდი პრობლემაა – ამ საზოგადოებამ ვერ მოახერხა ნორმალური პოლიტიკური ძალა ეშვა, მაგრამ სულ ცოტა ის მაინც შეგვიძლია ჩვენი გულწრფელი პასუხი გავცეთ ამ ორ ძალას, რომელებიც მათი უშინაარსო პოლიტიკის მხარდაჭერისკენ მოწოდებით ყოველდღიურად გვაყენებენ შეურაცხყოფას.
რა თქმა უნდა, პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა, ყველა მოქალაქის წმინდა მოვალეობაა, მაგრამ მაშინ როდესაც ნათელია რომ ჩვენს იარაღებს ჩვენს წინააღმდეგ ჩემოატრიალებენ, ერთადერთი გზა რჩება – ამ იარაღებზე უარი ვთქვათ და არსენალში შევინახოთ. ეს ნაბიჯი უფრო პოლიტიკურია ვიდრე აქციაზე ან არჩევნებზე წასვლა. ის უპირისპირდება არსებულს და გამოხატავს პროტესტს ამ სისტემის მიმართ, რაც ქართულმა ოცნებამ და ნაციონალურმა მოძრაობამ შექმნა, მაშინ როცა მათ მხარდამხარ ბრძოლა პასუხისმგებელს გვხდის მათ საქმეებზე. ეს მათი პირადი ომია ამ ომს ჩვენ არ უნდა ვეწირებოდეთ. თუ ომია საჭირო, მაშინ ორივეს წინააღდეგ ვიომოთ. ამისთვის კი ამ ეტაპზე სულ ცოტა ის მაინც შეგვიძლია რადიკალური „არა“ ვუთხრათ იმათ ვინც დაგვცინის,“ – წერს ვახუშტი მენაბდე.
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓























