12:45 | 2020-06-09 ავტორი: თამთა თორდია

თუ ქვეყნის მართვას ვანდობთ უმცირესობას, მივიღებთ დემოკრატიულ მოდერნიზაციას – დავით ბერძენიშვილი

თუ ქვეყნის მართვას ვანდობთ უმცირესობას, მივიღებთ დემოკრატიულ მოდერნიზაციას – დავით ბერძენიშვილი

საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა არ ვართ არსით დასავლური ღირებულებების მატარებელნი, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

გვსურს, მხოლოდ ოცი წლით ჩამოვრჩებოდეთ კლასიკურ დასავლეთს  - ბერძენიშვილი ერთნაირსქესიანთა ქორწინებაზე
2020-06-08გვსურს, მხოლოდ ოცი წლით ჩამოვრჩებოდეთ კლასიკურ დასავლეთს - ბერძენიშვილი ერთნაირსქესიანთა ქორწინებაზე

 

 

მისი თქმით, ამომრჩევლის უმრავლესობის უმრავლესობა, რომელიც როგორც ბერძენიშვილი აღნიშნავს არ არის დასავლური ღირებულებების მატარებელი, ერთი ვადით თუ ანდობს თანამედროვე უმცირესობას ქვეყნის მართვას, მივიღებთ დემოკრატიულ მოდერნიზაციას.

 

„ამჟამად საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა არ ვართ არსით დასავლური ღირებულებების მატარებელნი.

 

დასავლურ, პროგრესულ, თანამედროვე უმცირესობას თუ დაუჯერებს და ანდობს ამ ერთი ვადით ქვეყნის მართვას ამომრჩევლის უმრავლესობის უმრავლესობა, მივიღებთ დემოკრატიულ მოდერნიზაციასაც, ევროატლანტიკურ უსაფრთხოებასაც და ევროპულ კეთილდღეობასაც”,- წერს ბერძენიშვილი.

ავტორი: თამთა თორდია

X