15:09 | 2020-03-20 ავტორი: ნინი ტაველიძე

თუ საჭიროება იქნება საზოგადებრივი ტრანსპორტიც გაჩერდება – კალაძე

თუ საჭიროება იქნება საზოგადებრივი ტრანსპორტიც გაჩერდება – კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თუ საჭიროება იქნება, მერია საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების გადაწყვეტილებასაც მიიღებს.

 

„გუშინ გაჟღერდა თუ რა უნდა დაიხუროს და რომელ მაღაზიებს ეძლევათ მუშაობის შესაძლებობა.

 

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, დღეს ეს გადაწყვეტილება ამ ეტაპზე მიღებული არ არის, თუმცა, თქვენ იცით, რომ ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს სრული ინფორმაცია და ვაკვირდებით მდგომარეობას, პულსზე გვიდევს ხელი, თუ ამის საჭიროება იქნება და გადაწყვეტილებას მივიღებთ, რა თქმა უნდა, საზოგადებრივი ტრანსპორტიც გაჩერდება“,- განაცხადა კალაძემ.

 

20 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა 43 ადამიანს.

 

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.

 

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი იხურება

 

ასევე მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება

 

კორონავირუსის დასადგენი სწრაფი ტესტები საქართველოში მომავალ კვირაში იქნება

 

რაც შეეხება მოქმედ შეზღუდვებს, ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის.

 

პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებისთვის დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია გასცა.

 

შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.

ავტორი: ნინი ტაველიძე

X