
ტყეების გადაცემაზე რომ ატყდა ერთი ამბავი, მერაბიშვილი რომ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, მესხეთ-ჯავახეთში ტყე დატოვა?, – ასე ეხმაურება ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი ბოლოდროს ეკლესიის გარშემო ატეხილ სკანდალს.
„ჩადით ბორჯომში, ნახეთ, თუ არის დარჩენილი პირველადი ტყეები. ბორჯომში ფიჭვი და ნაძვი აღარ დატოვეს.
მარტო რუსებმა გააფუჭეს ტყე, რომ დაწვეს? უარესად მერაბიშვილმა ააოხრა, ეგ ლობირებდა. ყველაფერი გინდათ მალაპარაკოთ?!
როდესაც ჩინელებს 49 წლით გადასცეს ტყე, რამე პროტესტის გრძნობა გქონდათ? რა ნახა, რა მოიგო მაშინ საქართველომ, ჩინელებმა ტყეები გაჩეხეს, ფული ვიღაც ჩინოვნიკების ჯიბეში წავიდა“, – ამბობს მეუფე იაკობი.
მოითხოვს თუ არა ბოდბის ეპარქია მიწის გადაცემას, ამაზე მეუფე პასუხობს:
„მიიღეს ტყის კანონი, იქ არის ეკლესია და მუხლი. თუ შეიძლება უცხოეთიდან ჩამოსულს, შაჰ-აბასის შვილთაშვილებს მიჰყიდო, რატომ არ შეიძლება ეკლესიას ჰქონდეს? თან როცა დასჭირდება, მზად ვართ
ხოლმე დავუბრუნოთ“, – ამბობს მეუფე.
შეგახსენებთ, პარლამენტმა ტყის კოდექსი დაამტკიცა – ყველა ეკლესიას 20 ჰექტარი ტყე გადაეცა.
























