
კორონავირუსით გარდაცვლილი 8 თვის ორსული ექიმი-რადიოლოგი ნინო ნაცვლიშვილია. მას ვირუსი ორსულობისას დაუდასტურდა. საკეისროთი კვეთის შემდეგ ახალგაზრდა რეანიმაციაში გადაიყვანეს. ექიმებმა ბავშვის გადარჩენა შეძლეს. გარდაცვლილს კიდევ 2 წლის შვილი დარჩა.
კოვიდინფიცირებული ექიმის გარდაცვალებას ლაშა უჩავა ეხმიანება. გულისტკივილს გამოთქვამს ახალგაზრდა გოგოს გარდაცვალების გამო და სხვებს მოუწოდებს, რომ აიცრან.
„ძალიან ცუდი და გულდასაწყვეტი ამბავი. ნინო იყო სიცოცხლით სავსე, მუდამ ღიმილით და შეუდარებელი გოგონა, ძალიან კარგი ექიმი (რადიოლოგი), მეგობარი და უბრალოდ ადამიანი, რომელმაც კოვიდი ვერ დაამარცხა და გახდა პანდემიის მსხვერპლი
#აიცერით
… ადამიანებს ვისაც არ სჯერავს, მედიცინის, მეცნიერების და მათი მიღწევების სამედიცინო სფეროში, მოდით და მაშინ ნუ მიხვალთ საავადმყოფოში, ნუ ჩაიტარებთ კვლევებს, ნუ გაიკეთებთ სტენტირებას, შუნტირებას, ქირურგიულ ჩარევებს, ნუ დალევთ პრეპარატებს, რადგან სწორედ, რომ მედიცინის განვითარებით და მიღწევებით არის ეს ყველაფერი, ამიტომ მოდით უარი თქვით აცრასთან ერთად მაშინ ნებისმიერ სამედიცინო მომსახურეობაზე და მიენდეთ…
სხვის სიცოცხლეს მაინც გავუფრთხილდეთ თუ არა საკუთარს
დიახ, აუცილებელია სახელმწიფომ მიიღოს მეტი ზომები, სიმკაცრე გამოიჩინოს და განა აიძულოს საზოგადოება, არამედ მიცეს არჩევანი, რომ საზოგადოებრივ ადგილებში დასაშვები გახდეს მხოლოდ ვაქცინირებული ადამიანები ან ყოველ 72 საათში “პსრ” ტესტის მქონე ადამიანები და სწორედ ეს იქნება არჩევანი, ან იკეთებს ვაქცინას ან თავისი ხარჯებით იკეთებს ყოველ 3 დღეში ტესტს.
გთხოვთ, თუ “შემოვარდებით” კომენტარებით, არგუმენტირებულად გამეცით პასუხი, ან საერთოდ თავი შეიკავეთ კომენტარისგან“.
ასევე დაგაინტერესებთ:























