22:27 | 2020-06-04 ავტორი: Prime Time

თუ თქვენს გუნდში არ იგეგმება რამე მელაკუდობა, საკონსტიტუციო ცვლილებებს უკვე აქვს ჩვენი მხარდაჭერა – ინაშვილი მმართველ გუნდს

თუ თქვენს გუნდში არ იგეგმება რამე მელაკუდობა, საკონსტიტუციო ცვლილებებს უკვე აქვს ჩვენი მხარდაჭერა – ინაშვილი მმართველ გუნდს

საკონსტიტუციო ცვლილებებს უკვე აქვს ოპოზიციის მხარდაჭერა ჩვენი და „დამოუკიდებელი დეპუტატების“ სახით,- ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა.

 

„ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის 8 მაჟორიტარული ოლქიდან 6 ოლქს თმობს
2020-06-04„ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის 8 მაჟორიტარული ოლქიდან 6 ოლქს თმობს

 

 

როგორც მან საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვისას განაცხადა, ყველას კარგად აქვს გაცნობიერებული, საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნას რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს.

 

„თუ თქვენს გუნდში რაღაც არ ხდება კიდევ, მორიგი რაღაც არ იგეგმება, უბედურება თუ მელაკუდობა, თუ პოლიტიკური სპექტაკლი, მაშინ ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ გავიტანოთ ეს ცვლილებები.

 

გახარიას შეუძლია ამდენი უსაქმური ჩაიბას და რაღაც შედეგი დადოს - გია ხუხაშვილი
2020-06-04გახარიას შეუძლია ამდენი უსაქმური ჩაიბას და რაღაც შედეგი დადოს - გია ხუხაშვილი

 

ჩვენ ყველამ ერთად უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა, რომ გავიტანთ ამ ცვლილებებს“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

 

ახალ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის პირველ სატელევიზიო შეხვედრას საზოგადოებრივი მაუწყებლის „1 არხი“ მასპინძლობს.

 

განხილვის პროცესში არ მონაწილეობენ ბოიკოტის რეჟიმში მყოფი საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები – „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“.

ავტორი: Prime Time

X