
„იმიტირებულ არჩევნებში დავეჭიდოთ, თუ წავაგებ თმას მოვუშვებ ირაკლი კობახიძესავით“,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.
ნიკა მელია პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს მიმართავს.
„ბატონმა თალაკვაძემ რუსთავი2-ის ეთერში თქვა, მელიას ხმას არავინ მისცემსო.
არჩილ თალაკვაძე I Archil Talakvadze იმიტირებულ არჩევნებში დავეჭიდოთ, სადაც ცხოვრობ იმ კორპუსში + გვერდით ორ კორპუსშიც – (რეპრეზენტაცია რომ მაღალი იყოს).
თუ წავაგებ, სადმე ერთ დიდ ალუჩას მოვთხრი ბ-ნ ბიძინასავით და კორპუსის წინ ეზოში დაგირგავ, ან თმას მოვუშვებ ბ-ნ ირაკლი კობახიძესავით“, – წერს ნიკა მელია.
ბ-ნ თალაკვაძემ რუსთავი2-ის ეთერში – მელიას ხმას არავინ მისცემსო.არჩილ თალაკვაძე I Archil Talakvadze იმიტირებულ…
Gepostet von Nika Melia am Dienstag, 12. Mai 2020






















