11:51 | 2021-04-23 ავტორი: Prime Time

„თუ წირვაზე მოკვდები, ადვილად ცხონდები“ – მეუფე სტეფანე

„თუ წირვაზე მოკვდები, ადვილად ცხონდები“ – მეუფე სტეფანე

მე დღემდე ვერ გამიგია, რისი შენდობა უნდა ვთხოვო ამ კაცს, მე მასთან არ მქონია არანაირი კონფლიქტი, მე მხოლოდ ჩემი პრობლემა ვუთხარი – ამბობს მამა ანანია კალანდია.

 

მე ვარ ქრისტეს მონა და მორჩილი და არა სტეფანესი, შორენასი და რუსების - მამა დანიელი
2021-04-23მე ვარ ქრისტეს მონა და მორჩილი და არა სტეფანესი, შორენასი და რუსების - მამა დანიელი

 

„ვუთხარი, რომ მანქანა არ მყავდა და სადაც თვითონ მივიდა, იქ ვერ მივიდოდი ვერანაირად, არც ეკონომიურად და არც ჯანმრთელობის მხრივ არ მქონდა მაგის საშუალება. ჯანმრთელობას რაც შეეხება, თუ წირვაზე მოკვდები, ადვილად ცხონდები, ნუ გეშინია და მანქანის საკითხს მე მოვაგვარებო, ასე მითხრა, მაგრამ არც მანქანა გამოაგზავნა, არც არაფერი და დავრჩი სახლში.

 

ერთხელ ვიქირავე მანქანა და წავედი, მამა დანიელმა გამიშვა, მივედი, რომ პრობლემა არ ყოფილიყო და მემსახურა თავიდან ბოლომდე. მომდევნო შაბათს, რადგან ვერ მოვახერხე მისვლა, ბრძანება მომივიდა, თუ დააგვიანებ და არ მოხვალ, განიკვეთებიო და შეასრულა ბოლომდე თავისი გაფრთხილება, გამკვეთა ეკლესიიდან და სიკვდილისკენაც მივედი. სასწრაფომ გუშინ რაიონის კლინიკაში გადამიყვანა, სადაც გამიწია დათა ციკოლიამ პირველადი დახმარება”,  – ამბობს მამა ანანია კალანდია.

 

მამა ანანია სამი სასულიერო პირიდან ერთერთია,რომელსაც მეუფე სტეფანემ უფლებამოსილება შეუჩერა.

 

 

ავტორი: თეა შონია

ავტორი: Prime Time

X