14:40 | 2021-09-17 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„თუ უნდა, ნუ მოვა სახლში, მთავარია თავისუფალია“ – ნინო დარასელი საუბრისას ატირდა

„თუ უნდა, ნუ მოვა სახლში, მთავარია თავისუფალია“ – ნინო დარასელი საუბრისას ატირდა

მაია რჩეულიშვილის საპატიმროდან გათავისუფლების შესახებ პირველ კომენტარს „პრაიმტაიმთან“ მისი დის შვილი, ნინო დარასელი აკეთებს. მისი თქმით, 5 წლის შემდეგ ცხოვრებას კვლავ განაგრძობენ.

„ვისაც ყველაზე მეტად გაუხარდებოდა, ვერ ესწრება ამ ამბავს“ - რატომ არ დახვდა რუსუდან კერვალიშვილი დას საპატიმროსთან
2021-09-17„ვისაც ყველაზე მეტად გაუხარდებოდა, ვერ ესწრება ამ ამბავს“ - რატომ არ დახვდა რუსუდან კერვალიშვილი დას საპატიმროსთან

 

„5 წლის მერე პირველად ამოვისუნთქეთ, ჰაერი პირველად ჩავისუნთქე, ასე მგონია. ერთადერთი, რაზეც გული მწყდება, ვისაც ყველაზე მეტად გაუხარდებოდა, ვახო ვერ ესწრება ამ ამბავს. აწი, ალბატ გავაგრძელებთ ცხოვრებას. აქამდე, 5 წელი არ ვცხოვრობდით.

 

მაიამ არ მოინდომა, რომ იქ დავხვედროდით. მთავარია თავისუფალია, თუ უნდა, ნუ მოვა სახლში. ყველაზე მეტად რუსო ელოდება. რაღაცნაირად თავს დამნაშავედ გრძნობდა, თვითონ უფრო ადრე რომ მოუწია გამოსვლა. პატიმრობა ადრე დაუმთავრდა, რამეს თუ არ ჩაიდენდა, ისე არ დატოვებდნენ(იცინის)“, – უთხრა ნინო დარასელმა „პრაიმტაიმს“.

 

 

ცნობისთვის, რამდენიმე წუთის წინ „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ საქმეზე მსჯავრდებულმა მაია რჩეულიშვილმა, ქალთა მე-5 პენიტენციური დაწესებულება დატოვა. მაია რჩეულიშვილსა და ბრალდების მხარეს შორის საპროცესო შეთანხმება დღეს შედგა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლომ მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმება დააკმაყოფილა. პენიტენციურ დაწესებულებასთან მაია რჩეულიშვილს, მისი შვილი, ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ.

 

„პრაიმტაიმის“ პუბლიკაციის, ფოტო, ვიდეო,აუდიო მასალის გამოყენება კატეგორიულად აკრძალულია რედაქციასთან შეთანხმების გარეშე!

 

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X