23:31 | 2021-09-18 ავტორი: სალომე ნეფარიძე

NCDC: ვგმობთ ვაქცინაციის მოწოდების ბანერების ჩანაცვლებას, პროცესთან კავშირი არ გვაქვს

NCDC: ვგმობთ ვაქცინაციის მოწოდების ბანერების ჩანაცვლებას, პროცესთან კავშირი არ გვაქვს

„თუ ვაქცინაციის მოწოდების ბანერების სხვა შინაარსის ბანერებით ჩანაცვლება სიმართლეს შეესაბამება, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი გმობს ამ ფაქტს“, – ამის შესახებ NCDC-ს განცხადებაშია ნათქვამი.

 

„მასმედიის საშუალებებით დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბანერებზე, რომელიც მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებდა, მოხდა პოლიტიკური შინაარსის ბანერების განთავსება და ეს ფაქტი ზოგიერთმა საინფორმაციო არხმა დაუკავშირა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს.

 

გააკრეს საკაცეზე ექიმი, რომელმაც ძალიან ფრთხილად თქვა, რომ კოვიდგადატანილის იმუნურობა კარგიაო - ფრანგიშვილის სოლიდარობა რატიანს
2021-09-18გააკრეს საკაცეზე ექიმი, რომელმაც ძალიან ფრთხილად თქვა, რომ კოვიდგადატანილის იმუნურობა კარგიაო - ფრანგიშვილის სოლიდარობა რატიანს

 

ყველას კარგად მოეხსენება, რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი არის ზოგადად ვაქცინაციის და კერძოდ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი და განმახორციელებელი ქვეყანაში; ცენტრი მუდმივად მასობრივი და სოციალური მედიის საშუალებებით მოუწოდებს მოსახლეობას, რომ კოვიდპანდემიის დასრულების მთავარი გზა გადის მხოლოდ და მხოლოდ ვაქცინაციაზე.

 

თუ ვაქცინაციის მოწოდების ბანერების სხვა შინაარსის ბანერებით ჩანაცვლება სიმართლეს შეესაბამება, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი გმობს ამ ფაქტს და სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ მას ამ პროცესთან არავითარი კავშირი არ აქვს“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X