
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ ვინმეს შენიშვნის მოცემის, რჩევის დარიგების დიდი სურვილი აქვს, აი ბატონო კლინიკა, შეუძლიათ მობრძანდნენ და ჩვენთან ერთად ამ სასიკვდილო სივრცეში იმუშაონ, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„რაც ეს ვირუსი გაჩნდა სამყარო შეიცვალა, ეს გახდა გლობალური პრობლემა. უამრავი ინფორმაცია იწერება დღეს ამასთან დაკავშირებით, მინდა ვუთხრა ყველას ბატონებს და ქალბატონებს, ერს და ბერს, მოკლეენიანებს და გრძელენიანებს, ახლა დგება მომენტი რომ ყველა უნდა გადავრჩეთ. არავითარ შემთხვევაში არ არის ქილიკის დრო. სამწუხაროდ ისე ვცხოვრობთ, რომ უხილავი მტერი გვაზის.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ ვინმეს შენიშვნის მოცემის, რჩევის დარიგების დიდი სურვილი აქვს, აი ბატონო კლინიკა, შეუძლიათ მობრძანდნენ და ჩვენთან ერთად ამ სასიკვდილო სივრცეში იმუშაონ.ჩვენც გვეშინია ამ სივრცის, რომელიც ძალიან გვიყვარს, იმიტომ რომ ჩვენც შეიძლება გავხდეთ დაავადებულები და ჩვენც შეიძლება დავასრულოთ სიცოცხლე ბიოლოგიური სიკვდილით.
რაც შეეხება გამოსვლას ტელევიზიებში და ჭკუის სწავლებას პროტოკოლის შემქმნელთან ბატონ თენგიზ ცერცვაძესთან – „ჭკუას მოუხმონ“. თუ რამე კეთილი სურვილი გააჩნიათ მობრძანდნენ და ყველა გასათვალისწინებელ რჩევას მივიღებთ“, – თქვა ლევან რატიანმა.
ამ დროისთვის საქართველოში 408 ადამიანი ინფიცირებული.
მათ შორის გამოჯანმრთელდა 95 ადამიანი.
- საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 17 აპრილის 12 საათიდან, 21 აპრილამდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება იკრძალება.
- დახურულ სივრცეში სავალდებულო გახდა პირბადის ტარება. წინააღმდეგ შემთხვევაში იურიდიული პირი 15 ატასი ლარით დაჯარიმდება.
- მთავრობასა და საპატრიარქოს შორის შეთანხმება შედგა. შეთანხმების მიხედვით, ეკლესიის კარები მორწმუნეთათვის არ დაიკეტება!
- ხელისუფლების მოწოდებაა დარჩით სახლში, არ დაარღვიოთ კანონი
- 15 აპრილიდან, საქართველოს ოთხი დიდი ქალაქი 10 დღით ჩაიკეტა.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- დახურულია ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სურსათის მაღაზიებისა. დაკატილია აგრარული ბაზრები.
- საჯარო და კერძო სამსახურები გადავიდნენ დისტანციურ მუშაობაზე. შეჩერდა მუნიცილაური ტრანსპორტის მოძრაობა.
- კარანტინის წესის დამრღვევი ფიზიკური პირები 3 000 ლარით, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით დაჯარიმდებიან.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხოკაფე-ბარებსა და რესტორნებს.






















