
ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, ახალგაზრდა შემსრულებელთა კონკურსზე “ახალი ტალღა” საქართველოდან კონკურსანტი გამოჩნდა. ეს იყო ნათია რიგვავა, ეთნიკური ქართველი, რომელიც მოსკოვში ცხოვრობდა. ასე იწყებს სტატიას რუსული გამოცემა ნათიას შესახებ.
გამოცემის ცნობით, მომღერლის გამოსვლა მკაცრად გააკრიტიკეს. ზოგს არ მოეწონათ მისი ვაკალი, ზოგს კი მისი პოლიტიკიური უპრინციპობა.
2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის დროს, ქვეყნებმა, რომლებიც ახალ ტალღაში მონაწილეობდნენ, ისეთები როგორიცაა – ლიტვა , ესტონეთი, ისრაელი, გერმანია, ფინეთი და პოლონეთი – უარი თქვეს მონაწილეობაზე. ამ ჩამონათვალში საქართველოც იყო. თბილისში და სხვა დედაქალაქებშიც ბევრი შიშობდა, რომ ყირიმის მოვლენების შემდეგ, მუსიკალური შოუ იქნებოდა რუსეთის მიერ ერთ-ერთი ინსტრუმენტი, როგორც “ რბილი ძალა”.
გამოცემა ხაზს უსვამს, რომ საქართველომ ამ კონკურსში რამდენჯერმე გაიმარჯვა.
„19 წლის განმავლობაში რაც ეს კონკურსი არსებობს, საქართველომ 9-ჯერ მიიღო მონაწილეობა. აქედან ორჯერ აიღო პირველი ადგილი. 2008 წელს “დუეტი ჯორჯია” და 2014 წელს – ნუცა ბუზალაძემ. მაგრამ ბოლო დროს ქართველი შემსრულებლები გამოვიდნენ 2016 ში ( 2015 წელს არ მიუღიათ მონაწილეობა), რის შემდეგაც შეუერთდნენ საერთაშორისო ბოიკოტს. ეს იყო დაკავშირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასთან – ასევე ყირიმის ანექსიასთან და დონბასის ომთან.“
სტატიაში ისიც აღნიშნულია, რომ ნათია საქართველოში არ ცხოვრობს და მას მისამართად მოსკოვი აქვს მითითებული.
გარდა ამისა, კონკურსის ტრანსლირება ხდება კრემლის მიერ კონტროლირებადი არხით россия 1 -ით. მართალია სოციაურ ქსელებში ნათიას საცხოვრებელი მითითებულია არა საქართველო, არამედ რუსეთი, მოსკოვი. ხოლო კონკურსის საიტზე ამბობენ რომ გოგონა არის მოსკოვის გნესინის სახელობის საესტრადო- საჯაზო სასწავლების კურსდამთავრებული. ჟიურის შეფასებებით, ფინალში ნათია რიგვავამ 11 ფინალისტს შორის აიღო ძალიან დაბალი შეფასება (75 ქულა).
ნათიას გამოსვლის ვიდეოში 5,000 კომენტარიდან არის უმეტესობა ქართველების კომენტარები, რომლებიც აკრიტიკებენ ნათიას გამოსვლას. ერთი ნაწილი გაუგებრობაშია, რომ სქართველოს წარმომადგენელი როგორ მოხვდა რუსეთის კონკურსზე. კომენტარი : “ თუკი თქვენ დგახართ სცენაზე და მღერიხართ ოკუპანტების სცენაზე, მაშინ უნდა იმღეროთ ისე, რომ ეს იყოს მართლაც საუკეთესო გამოსვლა …. სამარცხვინო გამოსვლაა”.
ასევე დაგაინტერესებთ:






















