15:19 | 2021-06-25 ავტორი: Prime Time

თუნდაც დამნაშავის სახლის დაწვაც დანაშაულია – ბაია პატარაია სამეგრელოში ბავშვის გაუპატიურების ფაქტზე

თუნდაც დამნაშავის სახლის დაწვაც დანაშაულია – ბაია პატარაია სამეგრელოში ბავშვის გაუპატიურების ფაქტზე

არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელი ბაია პატარაია სამეგრელოში მომხდარ შემზარავ ამბავს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„პედოფილია უმძიმესი დანაშაულია და ითვალისწინებს სამუდამო პატიმრობას, რაც სწორია.

 

სხვისი სახლის დაწვა დანაშაულია, ა. ხოლო პოლიციელი თუ მონაწილეობს ამ დანაშაულში ღიად, უყურებს დანაშაულს და არ ცდილობს მის აღკვეთას – ეს მთელი სახელმწიფოს სისტემის ჩამოშლაა.

 

დარწმუნებული ხართ, რომ გამოქვაბულში გინდათ დაბრუნება და ლინჩის წესით ცხოვრება? მე არ მსურს ბრბო ასამართლებდეს ვინმეს.

 

მე სამართლიანი სასამართლო მინდა, რომელიც პედოფილსაც განსჯის და პოლიციელის დანაშაულსაც, სამართლიანად და მიუკერძოებლად.

 

როგორ უნდა მიიღოთ მოზარდის სამკურნალოდ 250-300 ლარის უფასო მომსახურება
2021-06-25როგორ უნდა მიიღოთ მოზარდის სამკურნალოდ 250-300 ლარის უფასო მომსახურება

 

გავეშებული ბრბოს სამართლის აღსრულება არც არასდროს შეეძლო და ვერც ვერასდროს შეძლებს.

 

სიველურეს და ლინჩის წესს არასდროს არ გავამართლებ – ეს უკონტროლო ბოროტებაა, რომელსაც საერთო არაფერი აქვს სამართლიანობასთან და კანონთან“, – წერს ბაია პატარაია.

 

შეგახსენებთ, რომ არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვის მამა-შვილი გუშინ დააკავეს, 8 წლის გოგონას კი ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.

 

დაკავებულები 65 და 35 წლის მამაკაცები არიან.  არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი დაკავებულების მეზობელია.

 

სავარაუდო დამნაშავეების ოჯახი ფაქტს უარყოფს.

 

საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.

 

მას შემდეგ რაც მომხდარზე შსს-მ მამა შვილი დააკავა, დაკავებულებს სოფლის მოსახლეობამ სახლი დაუწვა.

 

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

 

„რაზეც შეიძლებოდა ეჭვი ჰქონოდათ, ყველაფერზე გამოიკვლიეს“ - როგორია ლევან ვასაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა
2021-06-25„რაზეც შეიძლებოდა ეჭვი ჰქონოდათ, ყველაფერზე გამოიკვლიეს“ - როგორია ლევან ვასაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა
   
VIDEO: 8 წლის გოგონას გაუპატიურებისთვის დაკავებულ მამა-შვილს სახლი დაუწვეს
2021-06-25VIDEO: 8 წლის გოგონას გაუპატიურებისთვის დაკავებულ მამა-შვილს სახლი დაუწვეს

ავტორი: Prime Time

X