
ტურინის „იუვენტუსის“ მცველს დანიელე რუგანის კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაცია ტურინული გუნდის ოფიციალურ საიტზე გავრცელდა.

კლუბის ცნობით, იტალიელ ფეხბურთელს COVID-19-ზე ტესტი დღეს ჩაუტარდა და დადებითი შედეგი აჩვენა. მათივე ინფორმაციით, რუგანის სიმპტომები არ აღენიშნება.
„იუვენტუსის“ ხელმღვანელები აცხადებენ, რომ კანონით გათვალისწინებული იზოლაციის ყველა წესს დაიცავენ და ფეხბურთელთან ახლო კონტაქტში მყოფ პირებს უმოკლეს ვადებში დაადგენენ.






















