14:43 | 2020-03-13 ავტორი: თეონა ყაჭიური

ტურისტულ ბიზნესს ოთხთვიანი შეღავათები დაუწესდა

ტურისტულ ბიზნესს ოთხთვიანი შეღავათები დაუწესდა

სახელმწიფო ტურიზმის სფეროში მოქმედ ბიზნესს შეღავათებს უწესებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

 

მისი თქმით, მთავრობა ტურიზმთან დაკავშირებულ კომპანიებს ოთხი თვით გადაუვადებს ქონების და საშემოსავლო გადასახადს.

 

„მთავრობამ ამ ეტაპზე ტურიზმთან დაკავშირებულ ისეთ დარგებში, რომლებიც საქმიანობენ სასტუმროების და რესტორნების, ტურისტული სააგენტოების, სატრანსპორტო კომპანიები ადა სხვა სფეროებში, ოთხი თვით გადაუვადებს ქონების და საშემოსავლო გადასახადს, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს შეეხება 18 ათას კომპანიას და 50 ათასზე მეტ დასაქმებულ პირს. ეს დამატებით დატოვებს ამ სექტორში 100 მილიონზე მეტ ფინანსურ რესურსს“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

შეზღუდვების დაწესება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ქვეყანაში კორონავირუსმა გავრცელება დაიწყო. როგორც პრემიერ-მინისტრი ამბობს, საგანგებო მდგომარეობა ჯერ არ გამოცხადებულა, თუმცა რამდენიმე კვირაა იგივე ღინისძიებები კეთდება, რაც სხვაგან. შეღავათები შეეხო მათ, ვისაც ბანკიდან სესხი აქვთ გამოტანილი.

 

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 25 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 245 ადამიანი. სტაციონარში კი მეთვალყურეობას გადის 58.

 

ასევე, დაგაინტერესებთ: 

პრემიერ-მინისტრი საგანგებო მდგომარეობის შესახებ
2020-03-13პრემიერ-მინისტრი საგანგებო მდგომარეობის შესახებ

ავტორი: თეონა ყაჭიური

X