
თურქეთი ხვალიდან 17 მაისამდე სრულ ლოკდაუნზე გადადის – ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის თქმით, მუშაობას, მცირე გამონაკლისის გარდა, ყველა დაწესებულება შეაჩერებს.
„ჩვენ მკვეთრად უნდა შევამციროთ შემთხვევების რაოდენობა და ის 5 ათასზე ნაკლები უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში, მივიღებთ მძიმე შედეგს ყველა სფეროში – ტურიზმით დაწყებული, ვაჭრობითა და განათლებით დამთავრებული,” – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
ქვეყნის მასშტაბით, საქალაქთაშორისო გადაადგილება სპეციალურ ნებართვას დაევემდებარება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი კი 50%-ით შეამცირებს დატვირთვას.
სწავლა შეწყდება სკოლებისა და ბაღების შენობებში, გამოცდები გადაიდება.






















