
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თურქეთის 14 ქალაქში გამოცხადდა კარანტინი. ამის შესხებ ინფორმაციას თურქეთში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა ავრცელებს.
30 მარტის მონაცემებით, თურქეთში ახალი კორონავირუსით 131 ადამიანი დაიღუპა. ინფიცირებულია 9,217 მოქალაქე. ვირუსის პირველი შემთხვევა თურქეთში 11 მარტს გამოვლინდა.






















