10:38 | 2020-04-04 ავტორი: Prime Time

თურქეთმა ჩინეთიდან ესპანეთში გადასაგზავნი რესპირატორები თავისთვის დაიტოვა

თურქეთმა ჩინეთიდან ესპანეთში გადასაგზავნი რესპირატორები თავისთვის დაიტოვა

თურქეთმა ესპანეთის მიერ ჩინეთში ნაყიდი რესპირატორები თავისთვის დაიტოვა. ამ გასაკვირი ქმედების შესახებ ესპანური მედია წერს.

 

როგორც ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არანჩა გონსალეს ლაია ამბობს, მათ ჩინეთიდან რესპირატორების დიდი პარტია იყიდეს, მაგრამ როცა ჩინეთიდან ესპანეთში მიმავალი თვითმფრინავი ანკარაში დაჯდა, ტვირთი თურქეთის მხარემ ესპანეთისკენ აღარ გაუშვა და თავისთვის დაიტოვა.

 

მინისტრი ამბობს, რომ თურქეთი მხოლოდ სატრანზიტო ქვეყანა იყო და მას უფლება არ ჰქონდა, ტვირთი თავისთვის დაეტოვებინა.

 

ბოლო დღეების განმავლობაში თურქეთმა სამედიცინო პროდუქციის ექსპორტი შეზღუდა.

 

გუშინ თურქეთმა ასევე გაამკაცრა კარანტინის წესები.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

საელჩო თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს
2020-04-04საელჩო თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს
                       
თურქეთის 14 ქალაქში კარანტინი გამოცხადდა
2020-03-30თურქეთის 14 ქალაქში კარანტინი გამოცხადდა

 

 

 

ავტორი: Prime Time

X