21:47 | 2020-04-03 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

თურქეთში 30 დიდი ქალაქი იკეტება – ერდოღანმა ახალი აკრძალვები დააწესა

თურქეთში 30 დიდი ქალაქი იკეტება – ერდოღანმა ახალი აკრძალვები დააწესა

ჩვენი მიზანი მოქალაქეების ტანჯვა არ არის, არამედ მათი დაცვაა, – ამის შესახებ თურქეთის ლიდერი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე აცხადებს.

 

ქვეყანაში რამდენიმე ახალი რეგულაცია ამოქმედდა:

 

თურქეთში 30 დიდ ქალაქს კეტავენ;

 

20 წლამდე ასაკის ადამიანებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ;

 

ნიღბის ტარება სავალდებულო ხდება;

 

მოქალაქეებმა 3-მეტრიანი დისტანცია უნდა დაიცვან;

 

თურქეთის პრეზიდენტის განმარტებით, თუ როდემდე გაგრძელდება კარატინი, ეს 80 მილიონ მოსახლეზეა დამოკიდებული.

 

„ჩვენ რამდენიმე ხნით ვაკავებდით ქვეყანას ვირუსის შემოტევებისგან. მსოფლიო სტანდარტის კვალიფიცირებული ექიმები გყავს. ჩვენი ქვეყანა თვითონ აწარმოებს სამედიცინო ნიღბებს და ყველაფერს რაც სჭიროა ადამიანისთვის. მიუხედავად იმისა, რომ 20 ათასზე მეტი დაინფიცირებული გყავს, ეს სხვა ქვეყნებთან შედარებით საგანგაშო არ არის.

 

მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ ქვეყნის დიდ 30 ქალაქში შესვლა-გამოსვლა შევაჩერო. ეს არ ეხება იმ მანქანებს, რომელიც სატრანზიტო ფუნქციას ასრულებს. ნიღბის ტარება სავალდებულოა. დისტანცია 3 მეტრი, კარანტინი 15 დღე. გაგრძელდება თუ მეტხანს გასტანს ეს მდგომარეობა, ჩვენს 80-მილიონიან მოსახლეობაზეა დამოკიდებული.

მე მჯერა ჩემი ხალხის. ჩვენს ისტორიაში ბევრი მაგალითი შემიძლია დაგისახელოთ, სადაც რთულ სიტუაციიდან გამოვსულვართ. მე დიდ სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს“, – აცხადებს ერდოღანი.

 

შეგახსენებთ, თურქეთში ამ დღის მონაცემით, 20921 დაიფიცირებულია.

 

425 ადამიანი კი გარდაიცვალა.

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X