
ლუკა ახლა 12 წლისაა და ლეიკემიას ამარცხებს. მას ჯანმრთელობის პრობლემა 3 წლიდან შეექმნა, ლეიკემიის განვითარების საფუძველი გახდა. საქართველოსა და თურქეთში დასმული დიაგნოზით, მას ძვლის ტვინის გადანერგვა ესაჭიროებოდა, თუმცა საფრანგეთში ჩასულს, ექიმებმა სულ სხვა სახის მკურნალობა დაუნიშნეს და ეჭვიც გაჩნდა, რომ ბავშვს ლეიკემია საეღტოდ არც ჰქონია.
ლუკას დედა, ნანა კუბლაშვილი „პრაიმტაიმს“ ექსკლუზიურ ინტერვიუზე იმის გამო დათანხმდა, რომ ინფორმაცია მიაწოდის დედებს, რომელთა შვილებსაც იგივე დიაგნოზი აქვთ და არ იციან, როგორ მოიქცნენ.
– საქართველოსა და თურქეთის კლინიკებში ჩატარებული მკურნალობის შემდეგ, როდესაც ბავშვს უკეთესობა ვერ შევატყე, საფრანგეთში წამოსვლა გადავწყვიტე. რაც აქ ვართ, ბავშვმა მოიხედა, ძალზე კარგი პასუხები გვაქვს ანალიზის და იმედი მაქვს, რომ ლეიკემიას ბოლომდე დავამარცხებთ. ახლა ლუკას საწუხარი ისაა, რომ ძალიან უნდა ბავშვებთან კონტაქტი, მაგრამ ვინაიდან ასეთი დაავადების მქონე ბავშვებს დაბალი იმუნიტეტი აქვთ, ერთმანეთთან ურთიერთობას უშლიან. მთელი დღე გამოკეტილია ოთახში და რომ ვეუბნები, დარეკოს საქართველოში თავის თანაკლასელებთან, ნათესავ ბავშვებთან, მეუბნება, რომ მას ვირტუალური კონტაქტი არ უნდა და სურს რეალურად ურთიერთობა.
ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ 3 წლისას გაუკეთეთ აცრა და ექიმების მიერ დაშვებულმა შეცდომამ გამოიწვია მისი მედიკამენტოზური მოწამვლა. ვაქცინა იყო ძალიან ცუდი და იმ პერიოდში აცრილი ბავშვების უმეტესობას ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა. მაშინდელი ჯანმრთელობის მინისტრი ტელევიზიითაც კი გამოვიდა და ბოდიში მოიხადა – ცუდი ვაქცინა შემოვიტანეთო.
აცრის შემდეგ, ლუკას დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა 40 გრადუსი სიცხე. ვერაფრით ვუგდებით ტემპერატურას. ექიმმა მითხრა, რომ ეს იყო ენტეროვირუსი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს იყო დისბაქტერიოზი, რაც უხარისხო ვაქცინამ გამოიწვია. ამის შმდეგ სამი წლის განმავლობაში ვმკურნალობდი ბაქტერიოფაგში. საქართველოში ეს დაწესებულება რომ არ არსებობდეს, ალბათ ბევრი ბავშვი ვერ გადარჩებოდა. ბავშვი ძალიან დასუსტდა. თამაში უნდოდა და ფეხზე დგომა რომ არ შეეძლო, იატაკზე წვებოდა და ისე თამაშობდა, რადგან ძალა არ ჰონდა, ამდგარიყო .გემოგლობინის მაჩვენებელი დაეცა, ასევე – რკინის შემცველობა სისხლში და ფაქტობრივად, ბავშვი მიკვდებოდა.

ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად ხანგრძლივი მკურნალობა დაგვჭირდა. ამასობაში სამი წელიც გავიდა, ასაკიც მოემატა და ავადმყოფობა დაძლია. ამ პერიოდის განმავლობაში იღებდა უძლიერეს ანტიბიოტიკებს. დორამიცინი იყო დარჩენილი, – ყველაზე ძლიერი ანტიბიოტიკი, დანარჩენი ყველა პრეპარატი მიღებული ჰქონდა აღარაფერი შველოდა. ამ ყველაფერმა იმოქმედა არა მხოლოდ კუჭ-ნაწლავის ლორწოვან გარსზე, არამედ დაუზიანა ფილტვების ლორწოვანი გარსიც, რამაც გამოიწვია სუნთქვის პრობლემები. განვითარდა ცრუკრუპი, უჭირდა სუნთქვა და სულ ცოტა დაგვაკლდა, რომ ეს ყველაფერი ასთმაში არ გადაიზარდა. სჭირდებოდა ინჰალაცია, რამაც მიჩვევა იცის და ინჰალატრის გარეშ ვეღარ ძლებდა. ინჰაკაციის დროს ვიყენებდით კვლავ ანტიბიოტიკებსა და ჰორმონულ პრეპარატებს. ზოგიერთ წამალს ორგანიზმი არ იღებდა და ანაცვლებდნენ.
ასე გავიდა კიდევ რამდენიმე წელი. როცა გამოჯანმრთელდა და ლოგინიდან წამოდგა, ერთ დღეს ჩემმა დამ სამსხურში დამირეკა, რომ ბავშვი ცუდად იყო და ფეხებზე ჰქონდა სისხლჩაქცევები. სასწრაფოდ გამოვიქეცი შინ და „სასწრაფო“ გამოვიძახე. მაშინ ავლაბარში ვცხოვრობდით და ის პერიოდი იყო, როცა მამა გაბრიელი ყავდათ დასვენებული ეკლესიაში, რის გამოც ძალიან ბევრი ხალხი იყო მოსული და გადაკეტილი იყო ქუჩები. ჩვენს სახლამდე „სასწრაფო“ ვერ მოდიოდა. ბოლოს საპატრულომ როგორც იქნა, მოაცილა ჩვენამდე და კლინიკაში გადაგვიყვანეს. გამოკვლევები რომ ჩაუტარეს, ჯერ კიდევ მაშინ ჰქონდათ ეჭვი, რომ შეიძლება ეს ყოფილიყო ლეიკემია, მაგრამ ექიმმა მითხრა, რომ ბეწვზე ხართ გადარჩენილები, რადგან ყველანაირი ნიშანი იყო იმისი, რომ ეს ყოფილიყო ლეიკემია, თუმცა ანალიზმა ის არ დაადასტურაო. საბოლოო ჯამში დამიწერეს, რომ ეს იყო მედიკამენტოზური მოწამვლის შდეგად განვითარებული ვასკულიტი (სისხლძარღვების კედლების ანთება). ახლა ამზე დავიწყეთ მკურნალობა და ასე მოვედით 12 წლამდე.
საბოლოო ჯამში, უკვე თავს თითქმის კარგად გრძნობდა, მაგრამ ერთ დღესაც ლუკამ აიჩემა, რომ სიმაღლეში უნდა გავიზარდოო და მთხოვა ნაყენის გაკეთება, რომელიც რძითა და ჭარხლით კეთდება. დაიწყო ამ ნაყენის დალევა და პირველივე დღეს შევატყე, რომ ვერ იყო კარგად – სახეზე წამოჭარხლდა, საშინელ დღეში ჩავარდა. ვუთხარი, აღარ დალიო მეტი-მეთქი, მაგრამ ძალიან მიზანდასახული ბავშვია და რადგან ძალიან უნდოდა, რომ ცოტა სიმაღლეში მომატებულიყო, გააგრძელა დალევა. ერთ დღესაც შევხედე, რომ ფეხებზე წითელი სისხლჩაქცევები გაუჩნდა. მივმართეთ ექიმს, რომელმაც გვითხრა, რომ ეს იყო პურპურა და საავადმყოფოში გამიშვა. აუღეს ანალიზები და იქაც მითხრეს, რომ კპურპურა იყო. დავბრუნდი სახლში და ცოტა ხანში დამირეკეს კლინიკიდან – სასწრაფოდ ბავშვი ჩასვით მანქანაში და კლინიკაში მოიყვანეთ, ვინაიდან ბავშვს აქვს ლეიკემიაო.

აქედან კიდევ ერთხელ დავადექით განკურნების გზას. თავდაპირველად იაშვილის სახელობის კლინიკაში ვიყავით, მაგრამ გადაწყვეტილი მქონდა, რომ აქ არ დამეწყო ქიმიები და სასწრაფოდ წავსულიყავით თურქეთში, რასაც რაღა თქმა უნდა, ფული სჭირდებოდა. როგორც იქნა, კეთილი ადამიანების დახმარებით თანხა მოვაგროვე და მიუხედავად იმისა, რომ „იაშვილიდან“ ჩვენი გამოშვება არ უნდოდათ, მივაღწიე, რომ „ფორმა 100“ მოეცათ და წავედით თურქეთში. თბილისში მეუბნებოდნენ, რომ ძვლის ტვინის გადანერგვა გვჭირდებოდა, თუმცა თურქეთში დაიწყეს ქიმიური გადასხმები. საშინელებაა თურქეთის კლინიკები. რაღა თქმა უნდა, ანგარიშზე თანხა წინასწარ უნდა ჩარიცხო და იმის გამო,რომ ეს თანხა მთლიანად ამოწურონ, გჭირდება თუ არა, გიტარებენ პროცედურებს.
ბავშვი უკან-უკან მიდიოდა, რაც შემდეგ აღმოჩნდა, რომ ჭარბი ქიმიის ბრალი იყო. ვხედავდი, რომ საშველი არ იყო და დავიწყე გზების ძიება, როგორ წავსულიყავი ევროპაში. საკმაო დრო დამჭირდა, რომ მომეძებნა კლინიკა, რომელიც ლუკას მკურნალობას ხელს მოჰკიდებდა, ძლივს დავაღწიე თავი თურქეთის კლინიკასაც, სადაც საჭირო საბუთებს არ მაძლევდნენ და ავტობუსით მიუნხენისკენ გავემგზავრეთ, რომ იქიდან საფრანგეთში გადავსულიყავით.
როცა თურქეთიდან ჯერ გერმანიაში ავტობუსით ვმგზავრობდით, გზაშივე შევატყე, რომ ბავშვი რაღაცნაირად აირია, ნერვიულობდა ისეთ რაღაცებზე, რაზედაც არ იყო სანერვიულო. მაგალითად, ამბობდა, – მესაზღვრემ რომ სურათში ვერ მიცნოს, ახლა რომ სახე დასიებული მაქვს, რა მეშველებაო? ჰქონდა აგრესიის შეტევები და არაადეკვატურად იქცეოდა, რამაც ლამის ჭკუიდან შემშალა. მოგეხსენებათ, ჯერ საქართველოში ჩავიტარეთ გამოკვლევები და მკურნალობა, შემდეგ ჩამოვედით თურქეთში და აქაც უამრავი კვლევა ჩაუტარეს. საფრანგეთში რომ ჩამოვედით და აქაც კლინიკაში რომ მოვიყვანე, უკვე საშინლად აგრესიული გახდა. ვეღარ იტანდა ექიმებს, აღარ უნდოდა გამოკვლევების ჩატარება. ამბობდა, – ჩემი მოკვლა უნდათ და ჩემი IQ-ს ამოტუმბვა თავის ტვინიდანო. ახლოს არავის იკარებდა. ბავშვის ასეთი კი ფსიქოლოგიური მდგომარეობა რომ ნახეს, შეიკრიბა კონსილიუმი და უნდა დაედგინათ ასეთი ქცევის მიზეზი. მე ვეუბნებოდი, რომ ეს იყო ქიმიის ბრალი, რომელიც თურქეთში გავუკეთეთ, რადგან ასე მეუბნებოდნენ იქ, მაგრამ ფრანგ ექიმებს ძალიან გაუკვირდათ. – ქიმიის ბრალი არ შიძლება იყოს და ადრე ხომ არ ყოფილა ბავშვი ფსიქიატრიულის პაციენტიო? ვუთხარი, რომ არ ყოფილა. ბავშვი ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მოსწავლეა, არის ძალიან ნიჭიერი, აქვს აბსოლუტური სმენა, მღერის, ხატავს, თურქეთშიც და საფრანგეთშიც, ინგლისურად თვითონ ეკონტაქტება ქიმებს და ჩემი თარჯიმანიც ლუკა გახლავთ, არასოდეს დაგვჭირვებია ფსიქიატრის ჩარევა-მეთქი. შემდეგ ონკოლოგიური პაციენტების მშობლების ჯგუფში ჩემი გასაჭირის შესახებ დავწერე და ბევრმა გამოცდილმა მშობელმა მითხრა, მათ შვილებსაც ასეთი სიმპტომები ჰქონდათ. ზოგმა ისიც კი მითხრა, რომ შვილი ვერ მცნობდაო.
საბოლოო ჯამში კონსილიუმმა დაადგინა მედიკამენტოზური მოწამვლა. ანუ ამ ზედმეტი ქიმიებით თურქეთში ბავშვი ლამის მომიკლეს და ჭკუიდან გადაიყვანეს. თუმცა, ახლა მდგომარეობა უმჯობესდება, ანალისიზ სასუხები ისეთი გვაქვს, რომ საერთოდაც საეჭვოა, ნამდვილად ჰქონდა თუ არა ლუკას ლეიკემია. კლინიკაშძი საუკეთესო პირობებში ვართ, ექიმები თავს ევლებიან ბავშვს. საუკეთესო კვება გვაქვს და ახლახან ჩვენი ბინაც მოგვცეს, სადაც მე და ლუკა ვიცხოვრებთ. საქართველოში დაბრუნებას აღარ ვაპირებ, რადგან მინდა.რომ ჩემი შვილი აქაური ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იყოს, გამუდმებით. არც ქართველ და არც თურქ ექიმებს არ ვენდობი.
ღმერთმა ყველა მშობელი დაიფაროს, შვილის ასეთი დიაგნოზისგან, მაგრამ მაინც, მინდა გავაფრთხილო: არავითარ შემთხვევაში საქართველოსა და თურქეთში არ წაიყვანოთ შვილები სამკურნალოდ! მოძებნეთ სხვა გზები და საშუალებები, თუ არ გინდათ,რომ დაიღუპოთ. ამ რამდნიმე დღის წინ, თურქეთიდან გამოქცეული კიდევ ერთი ბავშვი მოვიდა აქ, ლუკაზე უარეს დღეში იყო. უკვე ვეღარ ვითვლი იმ ბავშვების რაოდენობას, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩამოჰყავთ აქ.























