
თურქეთში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა – ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი ავრცელებს.
„გუშინ ჩატარებული კვლევებისა და ანალიზების შედეგების მიხედვით სამწუხაროდ ქვეყანაში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პირველი და მეორე დაინფიცირებული ბოქსირებულ პალატებში არიან განთავსეფულები“ – წერს ჯანდაცვის მინისტრი.
შეგახსენებთ, რომ თურქეთში კორონავირუსის ეს მეორე შემთხვევაა. პირველი შემთხვევა ქვეყანაში 11 მარტს დაფიქსირდა.






















