09:59 | 2020-03-11 ავტორი: Prime Time

თურქეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

თურქეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

თურქეთმა კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაადასტურა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ ქოჯამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

 
მისი განმარტებით, ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებული ევროპაში იმყოფებოდა. პაციენტი სრულ იზოლაციაშია. ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩებიან მისი ოჯახის წევრებიც.
 
 
შეგახსენებთ, 30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.
ავტორი: Prime Time

X