
თურქეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა. „მოქალაქის ტესტმა, რომელზეც არსებობდა ეჭვი, რომ შეიძლებოდა კორონა ვირუსი ჰქონოდა, დადებითი პასუხი გვიჩვენა“, – განაცხადა თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეთინ ქოჯამ.
მისივე თქმით, პირი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, თურქეთში ევროპის ერთ-ერთი ქვეყნიდან ჩავიდა და ის რამდენიმე დღის განმავლობაში ჰოსპიტალში იყო მოთავსებული.
კორონავირუსი მსოფლიოს 110 ქვეყანაში 115 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. საქართველოში კორონავირუსის 23 შემთხვევაა გამოვლენილი.






















