14:28 | 2021-09-30 ავტორი: Prime Time

თურქეთში ქართველი ემიგრანტი კორონავირუსით გარდაიცვალა

თურქეთში ქართველი ემიგრანტი კორონავირუსით გარდაიცვალა

გარდაიცვალა ემიგრანტი თურქეთში ინგა მამაცაშვილი. 7 წელი ოჯახის და სამშობლოს მონატრებული ჭიათურა სოფელი ზოდი გლოვობს… ის კოვიდს ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ „ემიგრანტების იმედი“ შოთო სიხარულიძე ავრცელებს.

 

​„შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს.

 

ეს საშინელი ფაქტი, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას თუ რა რთულ პირობებში უხდებათ ქართველ ემიგრანტებს ფულის შოვნა და ოჯახების დაპურება ეს ტრაგედია, ყველა ქვეყანაში მცხოვრები ემიგრანტების ნაწილია!

 

ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული. უფალო აკმარე საქართველოს ამდენი ემიგრანტის უბედურება… მარადიული ხსოვნა ყველა გარდაცვლილს ქართველ ემიგრანტს… საქართველოს ენით აუღწერელი ტკივილი ემიგრანტებია… “ახლაც ის დროა, როცა ქართველი, გულით ნატრობდა სად მომკვდარიყო ქართული მიწის ეგრძნო სურნელი… ბალახი მაინც რომ გამხდარიყო, “- წერს შოთო სიხარულიძე.

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X