
ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ახალ Mu შტამთან დაკავშირებით საუბრობს. როგორც მინისტრი ამბობს, ჩვენ ყველა შტამის გავრცელებისთვის მზად უნდა ვიყოთ.
„თურქეთში რომ ორი შემთხვევა დაფიქსირდა, საშიშროებას ჯერ საქართველოში ვერ ვხედავ. ჩვენ ყველა შტამისთვის მზად უნდა ვიყოთ და ვიცოდეთ რა მახასიათებლები აქვს. კლინიკურ ნაწილში არ ექნება რამე განსხვავებული მკურნალობა და აქაც მზად ვიქნებით. დავაკვირდებით, რომელ ასაკში იქნება უფრო რისკიანი“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ცნობისთვის, თურქეთში კორონავირუსის MU ვარიანტის 2 შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში ამ დრომდე დომინანტი დელტა შტამია.
ასევე დაგაინტერესებთ:























