19:13 | 2021-08-14 ავტორი: თამარ ბუჩუკური

თურქეთში რუსული სახანძრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, ბორტზე 5 რუსი სამხედრო და 3 თურქეთის მოქალაქე იყო

თურქეთში რუსული სახანძრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, ბორტზე 5 რუსი სამხედრო და 3 თურქეთის მოქალაქე იყო

ქალაქ ქაჰრამანმარაშთან სახანძრო თვითმფრინავმა, რომელიც სტიქიის წინააღმდეგ საბრძოლველად რუსეთიდან იყო ნაქირავები, კატასტროფა განიცადა.

 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თურქეთში Be-200 სახანძრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, იმ დროს ბორტზე ხუთი რუსი სამხედრო და სამი თურქეთის მოქალაქე იმყოფებოდა.

 

 

 

 

 

რუსული საინფორმაციო სააგენტო “ინტერფაქსი” იტყობინება, რომ თვითმფრინავი ადანას მახლობლად, სამხრეთ თურქეთში დღეს ჩამოვარდა. ამ დრომდე ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ ვრცელდება.

 

შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X