
თურქეთში მოსულმა უხვმა ნალექმა შავი ზღვის პირა ქალაქ გირესუნში მნიშვნელოვანი პრობლემები გამოიწვია.
ქალაქში მოულოდნელად დიდი რაოდენობით წყალი მოვარდა, რამაც 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის გარდა, უგზოუკვლოდ დაიკარგა 11 ადამიანი, ათეულობით პირი კი დაშავდა.
ამ ეტაპზე რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ 4 ადამიანია გარდაცვლილი. აქტიურად მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები გაუჩინარებული ადამიანების საპოვნელად. გარდაცვლილთა შორის არის ჟანდარმერიის ოფიცერიც“, – განაცხადა თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა.
წყალდიდობის შედეგად დაზიანდა ათობით საცხოვრებელი სახლი, წყლის ძლიერმა ნაკადმა კი სატვირთოები და მსუბუქი ავტომობილები გაიტაცა.























