17:16 | 2021-01-27 ავტორი: სალომე ნეფარიძე

თურქული მედია: აღმოჩენილია ცხვირის წვეთები, რომელიც კორონავირუსს ერთ წუთში კლავს

თურქული მედია: აღმოჩენილია ცხვირის წვეთები, რომელიც კორონავირუსს ერთ წუთში კლავს

თურქეთის ქალაქ ბურსის უნივერსიტეტის მიკრობიოლოგიის კათედრის თანამშრომლებმა ცხვირის წვეთები დაამზადეს, რომელიც მათივე მტკიცებით, Covid-19-ს ერთ წუთში ანადგურებს.

 

ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

 

„პრეპერატზე სახელწოდებით „გენოქსინი“, რომელიც სრულად ანადგურებს ვირუსს, პროფესორი სეჰიმე გიულსულ ტემელიორ კოლეგასთან აჰმეტ იუმიტ საბანჟისთან და გიუნეით ოზაკინთან ერთად მუშაობდა“, – წერს dailysabah.

 

მეცნიერთა თქმით, კვლევები პანდემიის დაწყებამდე დაიწყო. თავდაპირველად პრეპარატს ანტიბაქტერიული დანიშნულება ჰქონდა, ხოლო პანდემიის დაწყების შემდეგ სპეციალისტებმა მისი კოვიდ-19-ის წინააღმდეგ გამოყენების ეფექტურობაზე იზრუნეს.

 

სპრეი ვირუს ცხვირისა და პირის ქსოვილებზე კლავს, რაც ხელს უშლის მის გავრცელებას და რაოდენობას ამცირებს.

 

ნანოტექნოლოგიების დახმარებით პრეპარატი კიდევ უფრო სრულყოფილი გახდა. თურქი მკვლევარების განცხადებით, ცხვირის წვეთები ეფექტურია არა მარტო კოვიდ-19-ის, არამედ სხვადასხვა ბაქტერიისა და სოკოს წინააღმდეგაც.

 

წყარო: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ავტორი: სალომე ნეფარიძე

X