
სერიალში, „ელჩის ქალიშვილი“ მთავარი როლის შემსრულებელი ნესლიჰან ათაგიული რამდენიმე სერიის შემდეგ აღარ გამოჩნდება. მსახიობმა მსოფლიოს მასშტაბით უკვე დაიპყრო თაყვანისმცემლების გულები. თუმცა სამწუხაროა ის, რომ მას ამ სერიალში, ასევე რჩეული ვარსკვლავის გვერდით ვეღარ იხილავენ.
როგორც ირკვევა, მსახიობს გადაღებების შეწყვეტა ჯანმრთელობის გაუარესების გამო მოუხდა.
ნესლიჰანს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი დაუდგინდა და, საკმაოდ რთული ფორმით, ექიმების თქმით, ახალგაზრდა მსახიობის ქირურგიული ოპერაცია ესაჭიროება და ის სრული დატვირთვით ვეღარ გააგრძელებდა სრული დატვირთვით მუშაობას.
ნესლიჰან ათაგიული
ნესლიჰან ათაგიული დაიბადა 1992 წლის 20 აგვისტოს სტამბოლში იაშარ შენერ ათაგულის ოჯახში. ნესლიჰანის მამა იყო მძღოლი დედა კი დიასახლისი, ჰყავს 7 წლით უფროსი ძმა ილქაი ათაგიული. ნესლიჰანს განსხვავებული გარეგნობის გამო ხშირად ამსგავსებენ აზიურ ქალს, სინამდვილეში კი ის ჩერქეზული წარმომავლობისა, ნესლიჰანის მამა ჩერქეზია დედა კი ბელარუსელი.
13 წლის ასაკში 2006 წელს ნესლიჰანმა მონაწილეობა მიიღო ფილმში „პირველი სიყვარული“, სადაც ბაჰარის როლი განასახიერა, მან პარტნიორობა ნამდვილ ვარსკვლავებს გაუწია მის მსოფლიო 2002 ის გამარჯვებულს, თურქ მოდელსა და მსახიობს აზრა აქინს და თურქეთში საუკეთესო მსახიობ მამაკაცს ჰალიტ ერგენჩს 2007 წელს ნესლიჰანმა ჯილდო მიიღო ოქროს ბურთის კინოფესტივალზე, როგორც საუკეთესო დამწყებმა მსახიობმა ბაჰარის როლისთვის. შემდეგ დარჩენილ დროს ნესლიჰანი სწავლას უთმობდა და სამსახიობო კარიერას 2011 წელს დაუბრუნდა და მონაწილეობა მიიღო ფილმში განსაწმენდელი რომელიც არის ფსიქოლოგიური დრამა სადაც პარტნიორობა ოსჯან დენიზმა გაუწია, ფილმში ნესლიჰანისა და ოსჯანის ინტიმურ სცენებს 2 დღის განმვალობაში იღებდნენ, 18 წლის ნესლიჰანს ფილმში ნაყოფის მოშორების სცენის თამაშიც კი მოუწია, ფილმმა კრიტიკოსებისგან უმაღლესი შეფასება მიიღო და წარდგენილი იყო ვენეციის კინოფესტივალზე ნესლიჰანმა ფილმში ზეჰრას მიერ განსახიერებული როლით მიიღო უამრავი ჯილდო მათ შორის რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში Moskova 2morrow კინოფესტივალზე საუკეთესო მსახიობი ქალის ტიტული, თურქეთში ცნობილმა მსახიობმა თურქან შორაიმ ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე საუკეთესო მსახიობი ქალის ტიტული გადასცა, პუნაში საერთაშორისო კინოფესტივალზე ჯილდო გადაეცა საუკეთესო პერფომანსისთვის, თურქეთში კინოს მწერალთა ასოციაციამ ნესლიჰანს საუკეთესო კინოს მსახიობის ჯილდო გადასცა. ნესლიჰანი 2006 წლიდან 2010 წლამდე მონაწილეობა მიიღო ქართველებისათვის კარგად ნაცნობ სერიალში სტამბოლის ცა სადაც პარტნიორობა ფაჰრიე ევჯენს გაუწია, 2011 წელს მონაწილეობა მიიღო მინი სერიალში საყვარელო მამა და პინარის როლი შეასრულა. 2011-2012 წლებში შირინის როლს ასრულებდა სერიალში ცხოვრება გრძელდება.






















