11:48 | 2021-07-11 ავტორი: Prime Time

„ტვ-პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო, პარლამენტთან აქცია დაანონსდა

„ტვ-პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო, პარლამენტთან აქცია დაანონსდა

„გადადგეს მკვლელი მთავრობა!“,- ამ მოწოდებით „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა წევრმა მარიამ ბაჯელიძემ „ტვ-პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო, პარლამენტთან აქცია დაანონსა.

 

საპროტესტო აქცია 18:00 საათზე დაიწყება.

 

„ტვ 1-ის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც პუტინისტურმა ჯგუფებმა 5 ივლისს, სირცხვილიას ოფისზე თავდასხმისას სასტიკად სცემეს – დღეს გარდაიცვალა.

 

1.მოვითხოვთ ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის დაუყოვნებლივ გადადგომას;

 

2. მოვითხოვთ მომხდარის დამოუკიდებელი ექსპერტებით გამოძიებას;

 

3. მოვითხოვთ ყველა იმ მოძალადის დაკავებას და კანონის სრული სიმკაცრით დასჯას, რომლებიც ლექსოს დაესხნენ თავს!“,- წერია აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

ცნობისთვის, ლექსო ლაშქარავამ 5 ივლისს სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო. მას აქციაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ.

 

შსს-მ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

 

 

ავტორი: Prime Time

X