00:53 | 2021-02-23 ავტორი: Prime Time

თვალები აუხვიეს და გაიტაცეს – ნოდიკო ტატიშვილმა დაასახელა კაცი, რომელმაც მამამისი გაიტაცა

თვალები აუხვიეს და გაიტაცეს – ნოდიკო ტატიშვილმა დაასახელა კაცი, რომელმაც მამამისი გაიტაცა

მომღერალმა ნოდიკო ტატიშვილმა „ფარულ კონვერტში“ ყველაზე მძიმე ამბავი გაიხსენა.

ატყდა ჩხუბი და ვხედავ რომ პატრული მუშტს ურტყამს... რა თქმა უნდა დაგვაკავეს - რა შეემთხვა ნოდიკო ტატიშვილს 
2021-02-23ატყდა ჩხუბი და ვხედავ რომ პატრული მუშტს ურტყამს... რა თქმა უნდა დაგვაკავეს - რა შეემთხვა ნოდიკო ტატიშვილს 

 

მისი თქმით, მამამისი გაიტაცეს და 3 დღე თვალებახვეული ჰყავდათ.

 

„მამას ჰქონდა ფართი იჯარით აღებული, შემდეგ ამ ტერიტორიას აქირავებდა და ჰქონდა პატიოსნად შემოსავალი.

 

შევარდნაძის დრო იყო. მაშინ მამას უქმნიდნენ დისკომფორტს, ავიწროებდნენ. იმ დონემდე შეუქმნეს პრობლემები, რომ მას მოუწია სხვისთვის გადაფორმება ამ ყველაფრის. შემდეგ მამამ ბრძოლა დაიწყო, მაგრამ მივხვდით, რომ ვერაფერს ვშველოდით. საბოლოო ჯამში მამაჩემი გაიტაცეს. არ ვიცოდით სად იყო, მივხვდით, რომ ძალიან ცუდი ამბავი იყო.

 

გამტაცებლებს ის კომპრომატები უნდოდათ და საბუთები რითაც მამა აპირებდა მათთან ბრძოლას და დამტკიცებას, რომ ის მართალი იყო.

 

“ფიზიკურად წარმოუდგენელი იყო, მამას იმდენი ვალები ჰქონოდა. დაიწყო ბრძოლა და მივხვდით, ვერაფერს ვერ ვაკეთებდით. მამა ამ პიროვნებას ებრძოდა კომრპომატებით და ამ კომპრომატების გამო გაიტაცეს კიდეც.

 

როდესაც ცვლა დაამთავრა, ტრანსპორტში ჩაჯდა, თვალები აუხვიეს და გაიტაცეს. სახლში როცა არ მოვიდა, მივხვდით, რაღაც ცუდი ხდებოდა.

 

3 დღე ჰყავდათ თვალებახვეული. ბოლოს იარაღიც მიადეს და აღმოჩნდა, რომ ტყვია არ იდო იარაღში“,- იხსენებს ნოდიკო ტატიშვილი.

 

მისი თქმით, ეს ადამიანი იყო გია ტალახაშვილი.

ავტორი: Prime Time

X