11:06 | 2020-06-12 ავტორი: თამარ გონგაძე

“თვალებით ამხელს” და “გამოსვლა” – ერეკლე დეისაძის პანდემიური ნამუშევრები

“თვალებით ამხელს” და “გამოსვლა” – ერეკლე დეისაძის პანდემიური ნამუშევრები

ერეკლე დეისაძისთვის პანდემიის პერიოდი ინსპირაციის წყარო აღმოჩნდა. ორი სიმღერა დაწერა და ორივეზე კლიპი გადაიღო. ვიდეორგოლის რეჟისორი საბა შენგელიაა.

 

მოიხსნა თუ არა პანდემიური აკრძალვები, არტისტი მეგობრების, მსახიობებისა და მოცეკვავეების გარემოცვაში ატარებს დროს და მუშაობს.

 

2020-06-11"ნიღაბს შეიძლება ამოეფარო, პირბადეს - ვერა" - რა შეცვალა პირბადით ცხოვრებამ

 

ჯერჯერობით ახალ ნამუშევრებზე საუბრისგან თავს იკავებს, როცა გამოვა, სჯობს, მაშინ ნახოთ, რაზე ვმღერიო.

 

„ერთის სახელია „თვალებით ამხელს“, მეორის – „გამოსვლა“. ორივე ერთმანეთისგან განსხვავებულია – ერთი როკია, მეორე – ტექნო. სიმღერებში ჩემი განწყობებია, სხვადასხვანაირი. ვიდეორგოლები ამ თვეში ჩემს იუთუბ არხზე დაიდება“ – „პრაიმტაიმთან“ ამბობს ერეკლე დეისაძე.

 

უკვირს, რომ პირბადით სიარულისას მაღაზიებში მაინც ცნობენ. “თვალებით მცნობენ. ეტყობა, პირბადეს ვერ ამოეფარები.”

ავტორი: თამარ გონგაძე

X