
თვითიზოლაციაში, ან კარანტინში მყოფთ, ასევე ვირუსით ინფიცირებულებს, სურვილის შემთხვევაში სამღვდელოება ადგილზე მოემსახურება – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გამოქვეყნებულ წმინდა სინოდის გუშინდელი სხდომის ოქმში.
„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები, თუ რამდენად საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს ტაძარში მორწმუნეთა სიმრავლე და ღვთისმსახურებაში მონაწილეობა.
რისკის ჯგუფში მყოფ ადამიანებს – ხანდაზმულებს, ინფექციური დაავადების სიმპტომებისა და დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირებს, ასევე თვითიზოლაციაში ან კარანტინში მყოფთ, ან ვირუსით დაავადებულებს, სურვილის შემთხვევაში სამღვდელოება ადგილზე მოემსახურება. ამ შემთხვევაში სასულიერო პირებს მიეცემათ დამატებითი რეკომენდაციები“, – აღნიშნულია ოქმში.
როგორც საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ოქმშია აღნიშნული, საქართველოს საპატრიარქოს სამედიცინო დაწესებულებები მზად არიან, ითანამშრომლონ სახელმწიფოსთან, რათა არსებულ სიტუაციაში მიიღონ შესაბამისი პაციენტები.
„საქართველოს ეკლესია მზად არის, გასწიოს სულიერი მზრუნველობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებზე. ასევე საქართველოს საპატრიარქოს სამედიცინო დაწესებულებები მზად არის, ითანამშრომლოს სახელმწიფოსთან, რათა არსებულ სიტუაციაში მიიღოს შესაბამისი პაციენტები“, – ნათქვამია ოქმში.
წმინდა სინოდის სხდომის ოქმი სრულად:























