14:55 | 2021-09-24 ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

თვითიზოლაციაში მყოფმა ამომრჩევლებმა არჩევნებში მონაწილეობისთვის ცესკოს 25-დან 27 სექტემბრის ჩათვლით უნდა მიმართონ

თვითიზოლაციაში მყოფმა ამომრჩევლებმა არჩევნებში მონაწილეობისთვის ცესკოს 25-დან 27 სექტემბრის ჩათვლით უნდა მიმართონ

ცესკოს პრესსამსახურის ინფორმაციით, სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შექმნა 73 საარჩევნო უბანი, ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

ვინ არის ქართველი მოდელი, რომელმაც „ემპორიო არმანის“ ჩვენება გახსნა (ვიდეო+ფოტოები)
2021-09-24ვინ არის ქართველი მოდელი, რომელმაც „ემპორიო არმანის“ ჩვენება გახსნა (ვიდეო+ფოტოები)

 

“სტაციონარულ დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობას უზრუნველყოფენ სპეციალური ჯგუფები, რომლებიც აღჭურვილი იქნებიან შესაბამისი ეკიპირებით და ამომრჩევლებს მოემსახურებიან სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნით დაცვითა და უსაფრთხოების სრული გარანტიით.

 

საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს თვითიზოლაციაში მყოფ იმ ამომრჩევლებს, რომელთა მონაცემებიც ოფიციალურად ფიქსირდება შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში, 2 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის მოთხოვნით, 25 სექტემბრიდან 27 სექტემბრის ჩათვლით, 10:00 საათიდან 22:00 საათამდე ზეპირი განცხადებით მოგვმართონ ცესკოს სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრს ტელეფონის ნომერზე 2-51-00-51 (შიდა ნომერი 0) და დროულად მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურება.

 

ასევე შეგახსენებთ, რომ სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლები მონაწილეობას მიიღებენ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს პროპორციული წესით გასამართ არჩევნებსა და თვითმმართველი ქალაქის /თვითმმართველი თემის მერის არჩევნებში.

 

აღსანიშნავია, რომ გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრის პროცედურა დაიწყება კენჭისყრის დღის 08:00 საათიდან და დასრულდება 20:00 საათზე.
საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს თვითიზოლაციაში მყოფ პირებს, ვადების გათვალისწინებით, დროულად მომართონ საარჩევნო ადმინისტრაციას და გაიარონ შესაბამისი პროცედურები”, – განაცხადა ცესკოს სპიკერმა.

 

 

ნახეთ, სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

X