15:26 | 2020-03-15 ავტორი: Prime Time

ზუგდიდში თვითიზოლაციაში მყოფთა რიცხვი შემცირდა

ზუგდიდში თვითიზოლაციაში მყოფთა რიცხვი შემცირდა

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელ ნანა ოდიშარიას განცხადებით, ზუგდიდში თვითიზოლაციაში მყოფთა რიცხვი შემცირდა.

 

„ვინაიდან, 9 მოქალაქეს კორონავირუსის გავრცელების აცილებისთვის აუცილებელი ღონისძიების ვადა უკვე ამოეწურა, ამ დროისთვის ზუგდიდში 11 პირია თვითიზოლაციაში“, – ამბობს ოდიშარია.

 

მისივე ცნობით,აბაშაში 9, წალენჯიხაში – 13, ხობში – 7, სენაკში – 5, მარტვილში 3 და ჩხორწყუშიც 3 პირი იმყოფება თვითიზოლაციაში.

 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 30 შემთხვევა დაფიქსირდა. კარანტინის რეჟიმში 418 ადამიანი იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 54.

 

ავტორი: თეა შონია

 

ავტორი: Prime Time

X