
ამ წუთებში თვითიზოლაციის წესების დარღვევისათვის თელავში, საკარანტინო ზონაში კიდევ ორი მოქალაქე გადაჰყავთ. თელავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის განყოფილების ინფორმაციით, ორივე აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან დაბრუნებული პირია.
ორივე მამაკაცი აზერბაიჯანიდან დაბრუნდა, უნდა ყოფილიყვნენ თვითიზოლაციაში, მაგრამ არ გვემორჩილებიან. ამიტომ ვიყენებთ პოლიციას- განაცხადა განყოფილების ხელმძღვანელმა, მაია ჯღუთაშვილმა.
დაგაინტერესებთ:
თვითიზოლაციის წესების დამრღვევი პირების შესახებ ინფორმაციით, ჯანდაცვის ადგილობრივ წარმომადგენლებს, მოსახლეობაც ეხმარება.
დღეს, კახეთში, საკარანტინო ზონაში იძულების წესით გადაყვანის, უკვე მეოთხე შემთხვევაა.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი























