15:42 | 2020-03-16 ავტორი: Prime Time

თვითიზოლაციის წესის დარღვევისათვის, საკარანტინო ცენტრში რუსეთიდან დაბრუნებული მოქალაქე გადაიყვანეს

თვითიზოლაციის წესის დარღვევისათვის, საკარანტინო ცენტრში რუსეთიდან დაბრუნებული მოქალაქე გადაიყვანეს

მამაკაცმა, რომელიც რუსეთის ერთ-ერთი ქალაქიდან, რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა, თვითიზოლაციის წესი დაარღვია. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ინფორმაციით, შუახნის კაცი, რომელიც იზოლაციაში უნდა ყოფილიყო, თელავში მდებარე იუსტიციის სახლში მივიდა.

 

„ის თვითიზოლაციაში უნდა ყოფილიყო, მაგრამ არ გაითვალისწინა და მივიდა იუსტიციის სახლში. მისი იდენტიფიცირება ერთ-ერთმა იქ მყოფმა მოახდინა და სამართალდამცველებს გამოუძახა“, – განაცხადა განყოფილების ხელმძღვანელმა, ნელი ხიზანიშვილმა.

 

თვითიზოლაციის წესების დრღვევისათვის, იძულების წესით კახეთიდან საკარანტინო ზონაში უკვე 8 მოქალაქეა გადაყვანილი.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

 

ასევე, დაგაინტერსებთ: 

კახეთში თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა 116 -მდე გაიზარდა
2020-03-15კახეთში თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა 116 -მდე გაიზარდა

ავტორი: Prime Time

X