
ქაბულის აეროპორტში შექმნილ ქაოსს, სულ მცირე, 5 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი თვითმხილველებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ერთი თვითმხილველი აცხადებს, რომ მან ხუთი ადამიანის ცხედარი დაინახა, რომელიც მანქანაში გადაიტანეს. კიდევ ერთი თვითმხილველი ამბობს, რომ გაურკვეველია, ეს ადამიანები ცეცხლსასროლი იარაღით გასროლას თუ ჭყლეტას ემსხვერპლნენ.
ავღანეთში, სადაც ტერიტორიის უმეტეს ნაწილს უკვე „თალიბანი“ აკონტროლებს და პრეზიდენტის სასახლეც დაიკავეს, მოსახლეობა ცდილობს, დედაქალაქიდან დანიშნულ რეისებზე შეაღწიოს.























