16:21 | 2021-07-16 ავტორი: Prime Time

Twitter-ის „ემოჯების“ სიას, შესაძლოა, ორსული მამაკაციც დაემატოს 

Twitter-ის „ემოჯების“ სიას, შესაძლოა, ორსული მამაკაციც დაემატოს 

არაკომერციული ორგანიზაციის ”უნიკოდის კონსორციუმი“– ის მიერ გამოქვეყნებულ სიაში ახალი emoji–ს სმაილები გამოჩნდა. ბევრ სხვა ემოციასთან ერთად შემდეგი წლიდან სმაილებს ორსული მამაკაციც ემატება. სიაში დამატებულია ასევე ხელის ჩაკიდების „ემოჯი“, რომელსაც კანის სხვადასხვა ფერი აქვს. ამის შესახებ უცოხური მედია წერს. 

 

გამოცემის ცნობით, კომპანიის მიერ გამოქვეყნებული უახლესი emoji–ს სიის პროექტი მიზნად ისახავს სქესის უფრო მრავალფეროვნების წარმოჩენას.

 

ერთსქესიანი წყვილები და გენდერულად ნეიტრალური ემოციები და ინკლუზიური პერსონაჟები, გლობალურ ბიბლიოთეკას 2019 წელს დაემატა, მაგრამ მალევე მარეგულირებელი კრიტიკის წინაშე აღმოჩნდა.

 

სიახლის მიხედვით, „ემოჯებში“ წარმოდგენილი შეიძლება იყოს მამრობითი, მდედრობითი და ასევე გენდერულად ნეიტრალური ადამიანი.

 

 

რაც შეეხება სხვადასხვა კანის ფერის „ემოჯის“. ჯორჯ ფლოიდის მკვლელობით გამოწვეული გლობალური პროტესტის შემდეგ, „უნიკოდის კონსორციუმმა“ მსგავსი სიახლეც შემოიტანა.

 

უნიკოდის სტანდარტი ადგენს კოდს, რომელიც უკავშირდება კონკრეტულ emoji- ს, რაც საშუალებას აძლევს კომპანიებს, როგორიცაა Apple და Google, შექმნან საკუთარი აღწერა. ისინი, როგორც წესი, წარმოადგენენ საკუთარ შეხედულებებს ახალი ემოციების შესახებ, სმარტფონის პროგრამული განახლებების საშუალებით.

 

უნიკოდის კონსორციუმმა“ სიახლე Emoji– ს მსოფლიო დღის აღსანიშნავად წარმოადგინა, რომელიც შაბათს გაიმართება.

ავტორი: Prime Time

X