08:55 | 2022-01-04 ავტორი: სალომე ნეფარიძე

Twitter-მა ამერიკელი კონგრესმენის ანგარიში სამუდამოდ დაბლოკა

Twitter-მა ამერიკელი კონგრესმენის ანგარიში სამუდამოდ დაბლოკა

სოციალურმა პლატფორმა Twitter-მა ამერიკელი „რესპუბლიკელი“ კონგრესმენის, მარჯორი ტეილორ გრინის ანგარიში სამუდამოდ დაბლოკა.

 

როგორც BBC-ი წერს, კონგრესმენის დაბლოკვის მიზეზი მისი პოსტი გახდა, სადაც საუბარია, რომ აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შედეგად ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა.

 

სოციალურ ქსელის ანგარიშის დაბლოკვის შემდეგ გრინმა „ტელეგრამზე“ დაწერა, რომ „ტვიტერი“ ამერიკის მტერია და სიმართლის გავრცელებას ვერ შეაჩერებს.

 

კომპანიაში კი აცხადებენ, რომ „რესპუბლიკელი“ კონგრესმენის ანგარიშის დაბლოკვის მიზეზი კორონავირუსის პანდემიის შესახებ გავრცელებული დეზინფორმაციაა, რომელიც საზოგადოებას შეცდომაში შეიყვანს.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X