13:11 | 2020-04-23 ავტორი: თეონა ყაჭიური

უახლესი ინფორმაცია პაციენტებზე, რომლებსაც CoVid-19 დაუდასტურდათ

უახლესი ინფორმაცია პაციენტებზე, რომლებსაც CoVid-19 დაუდასტურდათ

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 420 შემთხვევაა დაფიქსირებული. ინფიცირებული პაციენტები საქართველოს მაშსტაბით სხვადასხვა კლინიკაში მკურნალობენ.

 

კლინიკის წარმომადგენლები განმარტავენ როგორია მათთან მყოფი პაციენტების მდგომარეობა. ამჟამად კოვიდ დაწესებულებებში სულ 313 პაციენტი მკურნალობს.

 

ბოჭორიშვილის კლინიკა 

 

ამ დროისთვის ბოჭორიშვილის კლინიკაში 50 პაციენტი მკურნალობს, საიდანაც კორონავირუსი 22-ს აქვს დადასტურებული.

 

გუშინ კლინიკაში 5 წლის ბავშვი შეიყვანეს, რომელიც მარნეულის კლასტერს ეკუთვნის. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 

კლინიკაში 4 პაციენტი კვლავ საყურადღებოა. დანარჩენი პაციენტები თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობენ.

 

ინფექციური საავადმყოფო 

 

ამჟამად ინფექციურ საავადმყოფოში 46 პაციენტი წევს, აქედან ვირუსი 44-ს აქვს დადასტურებული.

 

საავადმყოფოში მძიმე პაციენტები აღარ არიან. ორი მძიმე პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა და ახლა მხოლოდ მწვავე პნევმონია აქვთ.

 

ასევე, დადასტურებული პაცინეტებიდან 17-ს აქვს მწვავე პნევმონია.

 

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა

 

ამჟამად კლინიკაში არის 90 ინფიცირებულია. დღეს კიდევ 8 პაციენტი გამოჯანმრთელდა, რომლებიც ეტაპობრივად გაეწერებიან კლინიკიდან.

 

ასევე, ხვალისთვის კლინიკაში 17 უარყოფითი ტესტის პასუხს ელოდებიან.

 

რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება 8 პაციენტი. აქედან ერთი მდგომარეობა კრიტიკულია.

 

კრიტიკული პაციენტი 67 წლის მამაკაცია, რომელსაც კორონავირუსი აღარ აქვს, თუმცა მისი მდგომარეობის დამძიმება თანმდევმა დაავადებებმა გამოიწვია.

 

„ამ ეტაპზე სახეზეა მძიმე სეფსისი, სეპტიური შოკი, ფილტვის მწვავვე დაზიანების სინდრომი, თირკმლის მწვავე უკმარისობა. უტარდება მას კვლევები და ვნახოთ რა შედეგს მივიღებთ“,- აღნიშნავს კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი.

 

ასევე, კლინიკაში რჩება 3 პაციენტი, რომელთა მდგომარეობაც სტაბილურია.

 

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა 420-მდე გაიზარდა
2020-04-23საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა 420-მდე გაიზარდა

 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში დაინფიცირების შემთხვევა 420-ია, აქედან 107 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 5.

 

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4816 ადამიანი და სტაციონრში 574 პაციენტს აკვირდებიან.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X