12:52 | 2020-11-09 ავტორი: Prime Time

უახლესი ინფორმაცია “ტვ პირველის” ოპერატორის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელსაც წყლის ჭავლით დაშლის დროს თვალი დაუზიანდა

უახლესი ინფორმაცია “ტვ პირველის” ოპერატორის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელსაც წყლის ჭავლით დაშლის დროს თვალი დაუზიანდა

გასულ ღამეს, 8 ნოემბერს, ცესკოს ტერიტორიაზე სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი ორჯერ გამოიყენა. დაშლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთ-ერთი დაშავებული ტელეკომპანია „პირველის” ოპერატორიცაა.

 

როგორც არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე ფეისბუქზე წერს, დაშავებულ ოპერატორს თვალზე ოპერაცია დასჭირდა.

 

“ჩვენს ოპერატორს ოპერაცია დასჭირდა თვალზე, დაბედნიეროდ ბადურა არ დაზიანებულა”, – დაწერა მელაძემ.

 

შეგახსენებთ, დაშავებულ ოპერატორს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გასულ ღამესვე გაუწიეს. ამის შესახებ ინგა გრიგოლიამ ასევე ფეისბუქზე დაწერა.

“ამ ბიჭის თვალია მისი პროფესია. თვალით მუშაობს, თვალია მისი მთავარი პროფესიული იარაღი, თვალით იხედება კამერაში და ისე აშუქებს მოვლენებს. ამ წუთებში საოპერაციოდ შეიყვანეს  დღევანდელ აქციაზე დაშავების შემდეგ. პაპუნას გამოჯანმრთელება, ვინც ამას ამართლებს, მართლა აღარასოდეს შემეხმიანოთ”, – დაწერა ჟურნალისტმა.

 

გარდა ამისა, “ტვ პირველის” საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის თქმით, აქციის წყლის ჭავლით დაშლისას არხის 6 კამერა დაზიანდა.

 

“ექვსი კამერა ისე გაფუჭდა, რომ ვერც კეთდება. ისედაც კამერების დეფიციტი გვქონდა, პრაქტიკულად ნახევარი აღარ გვაქვს. დამიზნებით ხდებოდა წყლის ჭავლის ტყორცნა იქ, სადაც იდგა მედია”, – წერია მის მიერ მიერ გამოქვყენებულ პოსტში.

ავტორი: Prime Time

X