
“უახლოეს მომავალში ევროპარლამენტში დაიწყება ძალიან სერიოზული პროცესები, რაც გულისხმობს პოლიტიკის გადატვირთვას ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში“, – ამის შესახებ დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა ოპოზიციური პარტიების ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, უახლოეს მომავალში საქართველოს ეწვევა ევროპელი კოლეგების კიდევ უფრო წარმომადგენლობითი და მრავალრიცხოვანი შემადგენლობა.
“უახლოეს მომავალში საქართველოს ეწვევა ევროპელი კოლეგების კიდევ უფრო წარმომადგენლობითი და მრავალრიცხოვანი შემადგენლობა. მათ ექნებათ მისია, გააკონტროლონ და შეამოწმონ პრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობა ციხეში. ისინი კვლავ მოითხოვენ მასთან შეხვედრას.
ამ ვიზიტის მისია იქნება საქართველოს ხელისუფლებაზე სერიოზული წნეხის დაწყება, რომ ღიად განაცხადონ, რა არის მათი არჩევანი – არის ეს ქვეყნის საბოლოოდ შემობრუნება რუსეთის მიმართულებით თუ ის არჩევანი, რომელიც ქართველმა ხალხმა დიდი ხნის წინ გააკეთა – ევროატლანტიკური მომავალი.
ასევე, ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ევროპარლამენტარებთან. უახლოეს მომავალში ევროპარლამენტში დაიწყება ძალიან სერიოზული პროცესები, რაც გულისხმობს პოლიტიკის გადატვირთვას ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში”. – თქვა სალომე სამადაშვილმა ბრიფინგზე.
ასევე დაგაინტერესებთ:
კორონავირუსის შემდგომი გართულებებით ჯერ დედა, 20 დღის შემდეგ კი შვილი გარდაიცვალა
გადაამოწმეთ, გაქვთ თუ არა მწვანე საშვი – იპოვე შენი სახელი კოვიდრეესტრში
თამარ ივერი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ქალბატონს, რომელმაც შემთხვევით მანქანა გაუკაწრა
რას პროგნოზირებს ასტროლოგი მიხეილ სააკაშვილის უახლოეს მომავალზე – შიმშილობა ცუდ დროს დაიწყო






















