
ირანის პრეზიდენტის, ჰასან როუჰანის განცხადებით, კვლევების თანახმად კორონავირუსით ქვეყანაში 25 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, ჰოსპიტალიზაცია კი 200 ათასზე მეტს დასჭირდა.
ამის შესახებ სააგენტო Fars News-ი წერს.
მისი თქმით, ინფექციას 14 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა. პრეზიდენტის განცხადებით, უახლოეს თვეებში კორონავირუსით შესაძლოა 30-35 მილიონი ადამიანი დაინფიცირდეს.
ოფიციალური მონაცემებით, ირანში კორონავირუსის 269 440 შემთხვევა დაფიქსირდა, 13 791 ადამიანი კი გარდაიცვალა.























