18:11 | 2021-12-17 ავტორი: Prime Time

უამრავი ადამიანი ერთად გახდება ავად – პაატა იმნაძის საგანგაშო პროგნოზი

უამრავი ადამიანი ერთად გახდება ავად – პაატა იმნაძის საგანგაშო პროგნოზი

დაავადებათა კონტროლის ცენტრი კორონავირუსის ათამდე საეჭვო ნიმუშს ამ დრომდე სწავლობს – „ომიკრონი” უკვე 80-მდე ქვეყანაში გამოვლინდა.

 

ექიმები მოქალაქეებს სიფრთხილისკენ, რეკომენდაციების დაცვისა და იმუნიზაციისკენ მოუწოდებენ. რეანიმაციული განყოფილებები უკვე დატვირთულია, ახალ შტამს კი გავრცელების რეკორდულად სწრაფი ტემპი აქვს.

 

ალაგებს თუ არა ​თემურ ალასანია
2021-12-17ალაგებს თუ არა ​თემურ ალასანია "ნაცმოძრაობაში" სიტუაციას - რას ამბობენ ოპოზიციურ პარტიაში 

 

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, მუდმივად მიმდინარეობს საეჭვო შემთხვევების კვლევა.

 

მისივე თქმით, სხვა შტამებთან შედარებით ომიკრონი გაცილებით სწრაფად ვრცელდება.

 

„მუდმივად ვიკვლევთ საეჭვო შემთხვევებს და ნახავთ, სადაც ამდენ ქვეყანაში გავრცელებულია, მათ შორის ჩვენს მეზობელ ქვეყანაში, რა თქმა უნდა, საქართველოშიც გამოჩნდება. ომიკრონის ძირითადი ვერაგობა არის ის, რომ ძალიან სწრაფად ვრცელდება უამრავი ადამიანი ერთად გახდება ავად. შესაბამისად მოიმატებს დაწოლა საავადმყოფოებზე. აცრა, აცრა და აცრა ეს არის ერთადერთი ვარანტი იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ სიკვდილი და მძიმე შემთხვევები,”- განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

ავტორი: Prime Time

X