11:18 | 2020-05-19 ავტორი: Prime Time

უამრავი საშინელი რეკომენდაცია: დონალდ ტრამპმა ჯანმოს ულტიმატუმი წაუყენა

უამრავი საშინელი რეკომენდაცია: დონალდ ტრამპმა ჯანმოს ულტიმატუმი წაუყენა

ვაშინგტონი საბოლოოდ შეწყვეტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსებას, თუ ორგანიზაცია 30 დღეში იმ რეფორმებს არ განახორციელბს, რასაც აშშ ითხოვს

 

ინფორმაციას ტრამპის მიერ ჯანდაცვის ორგანიზაციის დირექტორისათვის, პეტროს ადანომ გებრეისუსისთვის გაგზავნილ წერილში ვკითხულობთ.

 

ტრამპის თქმით, ჩინეთმა მსოფლიოს კორონავირუსთან დაკავშირებით „უამრავი ცუდი და საშინელი რეკომენდაცია მისცა“. წერილის ტექსტი თეთრი სახლის მეთაურმა ტვიტერზე გამოაქვეყნა.

 

როგორც აშშ-ს ადმინისტრაცია იუწყება, მათი ბევრი შიში და ვარაუდი გამართლდა კორონავირუსთან დაკავშირებით ჯანმოს მოქმედებების გამოძიებისას, განსაკუთრებით კი – ორგანიზაციის დამოუკიდებლობის ხარისხი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისგან.

 

ტრამპმა აღნიშნა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უნდა აჩვენოს, რომ არ იმყოფება ჩინეთის გავლენის ქვეშ; ასევე – ოპერატიულად გაატაროს რეფორმები.

 

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჯანმოს ხელმძღვანელობის მიერ პანდემიასთან დაკავშირებით არაერთხელ დაშვებული შეცდომები მსოფლიოს ძვირად უჯდება.

ავტორი: Prime Time

X