
რამდენიმე თვის წინ ტრაგიკულად გარდაცვლლი ლეგენდარული კალათბურთელის, კობი ბრაიანტის მეუღლე, ვანესა ბრაიანტი 46 წლის აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას ეხმაურება.
„ჩემს მეუღლეს ეს მაისური (წარწერით – „ვერ ვსუნთქავ“) ექვსი წლის წინ ეცვა და ახლაც, ჩვენ ისევ აქ ვართ. ცხოვრება ძალიან არაპროგნოზირებადია, ძალიან ხანმოკლეა.
უარი ვთქვათ სიძულვილზე, ვისწავლოთ პატივისცემა, გავავრცელოთ სიყვარული, ვიბრძოლოთ ცვლილებებისთვის. იყავით იმ ცვლილებების მაგალითი, რომლის დანახვაც გვსურს“, – წერს ვანესა ბრაიანტი.
2014 წელს სიტყვები „ვერ ვსუნთქავ“ ერიკ გარნერს ეკუთვნოდა, რომელიც პოლიციის მიერ ფიზიკური ძალის გამოყენების შედეგად გარდაიცვალა.























